მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მდინარაძის თქმით, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული - Netgazeti
მდინარაძის თქმით, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული - Netgazeti

მდინარაძის თქმით, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული - Netgazeti

ნეტგაზეთი1 ივლისი, 2026, 15:31|netgazeti.ge

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელიც ძალოვანი უწყებების კოორდინატორია სამთავრობო დონეზე, აცხადებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე „ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“ კიდევ ერთი პირია დაკავებული.

„ამ წუთებში, ჩემთვის როგორ ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში”, – თქვა მდინარაძემ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. უწყებებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. დაკავებული პირის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს გიგა ავალიანის ოჯახს.

ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პირველი განაჩენი 5 აპრილს გამოცხადდა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე. 8 აპრილს მათ 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.

პირველ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.

2 ივნისს დემეტრე ჩიქოვანს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით, ხოლო ანი ნასყიდაშვილს – 7 წელი, ბრალდებით, რომ მისთვის ცნობილი იყო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის შესახებ და მან ეს დაფარა. ეს სისხლის სამართლის კოდექსიდან მათთვის მიყენებული მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელია. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდებათ. დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, 2025 წლის პირველ ოქტომბერს თემქაზე, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე არასრულწლოვნები თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებაიმედი
  • იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 3 უცხოელია დაკავებული - შსსBM.GE
  • აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენტვ პირველი
  • შსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებულიფორმულა
დაკავებული →მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი