მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდება - Netgazeti
„გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდება - Netgazeti

„გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდება - Netgazeti

ნეტგაზეთი9 ივლისი, 2026, 12:44|netgazeti.ge

სასამართლოში დაჩქარებულ რეჟიმში გრძელდება ოპოზიციონერი ლიდერების დევნის, ე.წ. საბოტაჟის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდებულები და მათი ადვოკატები განაჩენს ამავე თვის ბოლოს, ან მაქსიმუმ აგვისტოში ელიან.

თუ თავიდან საშუალოდ თვეში ერთი სხდომა იმართებოდა, ბოლო 1 თვეა, კვირაში ორი სხდომა იმართება, სადაც, როგორც პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი აღნიშნავს უწყების გამალებული შრომის დასტურად, მინიმუმ 4 მოწმე იკითხება.

8 პოლიტიკურ ლიდერს დახურულ კარს მიღმა ასამართლებენ. მედიას, საზოგადოებას, არ გვაქვს საშუალება, თავად მოვისმინოთ, დავინახოთ და დავაკვირდეთ სასამართლოს კედლებში განვითარებულ მოვლენებს. ინფორმაცია ჩვენამდე მხოლოდ მხარეთა მონათხრობისა და ინტერპრეტაციების საშუალებით მოდის.

როგორ მოაქცია მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ეს პოლიტიკური და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე დახურულ კარს მიღმა, წაიკითხეთ აქ: „აბრახუნებენ თქვენთანაც?!“ — ანუ როგორ დაიხურა საზოგადოებისთვის 8 პოლიტიკოსის დევნის საქმე

მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დღეს, 9 ივლისს, პროკურატურამ მორიგი 4 მოწმე მოიყვანა — 2 მოწმე პოლიციელი და 2 ექსპერტი.

როგორც ბრალდებულები და მათი ადვოკატები მედიასთან ამბობენ, მათი ჩვენებები ტრადიციულად არაფრის მთქმელი იყო ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით.

„ერთმა მოწმემ [პოლიციელმა] ასეთი რაღაცა ბრძანა, რაც, რომ იცოდეთ, არის მაკვალიფიცირებელი ბრალდების: პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხალხის მიმართ სიტყვით მიმართვითო. ეს იყო დღევანდელ პროცესზე ყველაზე მძიმე ბრალდება. შევეცდებით გავაბათილოთ. დანარჩენზე თქვა, არაფერი გამიგონიაო“, — ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელიც ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ინტერესებს იცავს.

ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე გაიმეორეს ბადრი ჯაფარიძემ და ზურა ჯაფარიძემ, რაზეც ბრალდებული პოლიტიკოსები და მათი ადვოკატები იმთავითვე საუბრობდნენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ველის მოსუფთავებაა; რომ პროკურატურის მოწმეებს არაფერი აქვთ სათქმელი გარდა იმისა, რომ ოპოზიციონერები აქციაზე იყვნენ და ხედავდნენ მათ საუბარს, პირის მოძრაობას, ჟესტიკულაციას. თუმცა არც ამ ჟესტიკულაციის აღდგენა შეუძლიათ და არც სიტყვები გაუგონიათ.

„რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ პარლამენტში გახარია საქართველოსთვის პარტიის ორი წევრი პრაქტიკულად ფეხქვეშ გაიგდო 20-მა წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“. თავპირი დაამტვრიეს ადამიანებს და მერე პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ არ არსებობს პრეცედენტი, რომ ანალოგიურ ცემა-ტყეპაზე რამე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო.

[…] ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რომ ჟესტიკულაციის გამო, კიდევაც რომ ყოფილიყო ეს ჟესტიკულაცია, სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობდეს პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ცხადია „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ რეპრესიების გზით მოხდეს პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკური ძალების განეიტრალება. ეს არის აბსოლუტურად უნაყოფო მცდელობა“, — ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარს აკეთებს ზურა ჯაფარიძეც იმაზე, თუ რას უკავშირდება საქმის განხილვის აჩქარება.

„ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024-ში ჯამში მოუგო ოცნებას, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ. ეგ არის მიზანი, რაც აქვთ. სიგნალი არის დასავლეთისთვისაც, რომ ან ჩვენი პირობებით „დავლაგდებით“, ან ამ ხალხს, ვისაც თქვენ ელაპარაკებით, გავუშვებთ ქვეყნიდან ან ციხეში ჩავსვამთ. პოლიტიკურ ველსაც ასუფთავებენ. უსუფთავებენ იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია, თვეებია, იმეორებენ, რომ უნდა წავიდნენ ძველი სახეები და ახალმა სახეებმა რაღაცები უნდა ქნან. უტოვებენ მათ ბურთსა და მოედანს. გასაგებია, რომ ვიღაცები ამას აიღებენ და გააგრძელებენ.

ივანიშვილს თავისი დასანქცირების გარდა არაფერი არ ადარდებს. კონკრეტულად ივანიშვილის დასანქცირება აღმოჩნდა პრობლემა. ეს ყოფილა თურმე ქვეყნის დასუსტება. შესაბამისად, ყველა, ვინც სანქციებზე მუშაობდა, ყველამ „დაასუსტა“ ქვეყანა, იმიტომ, რომ ივანიშვილი დაასანქცირა დასავლეთმა.

ოღონდ დასანქცირება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შეიძლება მილიონჯერ ვთქვათ, რომ ვიღაც არის დასასანქცირებელი, მაგრამ დასანქცირება კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკის შედეგია“, — ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე.

სხდომას ბრალდებულების უმეტესობა არ დასწრებია. საქმის განხილვას ისედაც არასდროს ესწრებიან ნიკა მელია და ელენე ხოშტარია.

გახსენებთ, რას ედავებიან ოპოზიციონერ ლიდერებს:

მიხეილ სააკაშვილს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით. ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაქო სამშვიდობო შეთანხმების პირობად სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას ასახელებს

ბაქო სამშვიდობო შეთანხმების პირობად სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას ასახელებს

ნეტგაზეთი

გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა

გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი