მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. EU უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნაზე შეთანხმდა - Netgazeti
EU უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნაზე შეთანხმდა - Netgazeti

EU უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნაზე შეთანხმდა - Netgazeti

ნეტგაზეთი10 ივლისი, 2026, 19:00|netgazeti.ge

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერის გახსნაზე.

სამთავრობოთაშორისო კონფერენციები, სადაც მოლაპარაკებების მორიგი კლასტერი გაიხსნება, 14 ივლისს ჩატარდება.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.

მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები პირველი კლასტერის მიხედვით 15 ივნისს გაიხსნა. ევროკომისია აცხადებს, რომ ტექნიკურად ყველა კლასტერის გახსნისთვის მზადაა, თუმცა გადაწყვეტილება 27-ვე წევრის სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს.

მე-6 კლასტერი, რომელიც ახლა იხსნება, საგარეო ურთიერთობებს მოიცავს.

უნგრეთმა მანამდე განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დანარჩენი ბლოკების მიყოლებით გახსნას მაშინ, როცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დიდი ხანია აწარმოებს გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

დღესვე, ალბანეთის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები პირველად შეთანხმდნენ 25-ე, 26-ე და 30-ე თავების წინასწარ დახურვაზე, ხოლო მონტენეგროსთვის მე-8 და 29-ე თავების წინმსწრები დახურვის პროცესი გაგრძელდება.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 277 სტატია.

  • უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოსიმედი
  • ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღოფორმულა
  • ბრიტანეთი უკრაინას ფრთოსანი რაკეტის, Storm Shadow-ს წარმოებაში დაეხმარებაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

“მობილიზაციისგან გაქცეულ რუსებს სომხეთში დაბრკოლება არ შეექმნებათ” – სიმონიანი

“მობილიზაციისგან გაქცეულ რუსებს სომხეთში დაბრკოლება არ შეექმნებათ” – სიმონიანი

ნეტგაზეთი

ღარიბაშვილიც კი ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფო მიტაცებულია – დოლიძე

ღარიბაშვილიც კი ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფო მიტაცებულია – დოლიძე

ნეტგაზეთი

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ნეტგაზეთი