
ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო
ფორმულა|formulanews.ge
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო სხვა სახის დახმარების პაკეტები და ახალი ვალდებულებების დადასტურება.
"უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღო. ზუსტად რამდენი - ვერ ვიტყვი, თუმცა ცოტაა და მეტი გვჭირდება.
ჩვენ მივიღეთ - არ ვიტყვი, რომელი სახელმწიფოსგან - დადასტურება რამდენიმე Crotale-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების შესახებ. ასევე მივიღეთ AIM-ის რაკეტები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტებია", - თქვა ზელენსკიმ.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge