მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცა - Netgazeti
ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცა - Netgazeti

ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცა - Netgazeti

ნეტგაზეთი13 ივლისი, 2026, 16:34|netgazeti.ge

ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში სომხეთში ახალი პარტნიორული მისიის დაწყება დაამტკიცა.

ოფიციალური ცნობით, სამოქალაქო მისიის მიზანია სომხეთის ხელისუფლების მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ გააუმჯობესოს მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ და გაზარდოს უსაფრთხოების ცვალებად გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობები.

იქამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრიუსელში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ სომხეთისთვის ევროკავშირის ახალი მისიის შექმნას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ჩვენ ასევე შევთანხმდებით სომხეთისთვის ახალ პარტნიორულ მისიაზე ჰიბრიდულ საფრთხეებთან და უცხოური ინფორმაციის მანიპულაციასა და ჩარევასთან საბრძოლველად, რომელთაც ისინი რეალურად აწყდებიან“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისია ოფიციალურად 2026 წლის 21 აპრილს შეიქმნა, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთის შესაძლებლობებს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მათ შორის კიბერსაფრთხეებთან, უცხოური ინფორმაციის მანიპულაციასა და ჩარევასთან (FIMI), ასევე უკანონო ფინანსური ნაკადების კონტროლთან გამკლავებაში.

კერძოდ, მისია სომხეთის სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს მიაწვდის სტრატეგიულ რჩევებს, ტექნიკურ ექსპერტიზას და განავითარებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს მსგავსი საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა ამისა, EUPM სომხეთში იმოქმედებს არასააღსრულებო მისია და არ ექნება არანაირი როლი სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

მისია სომხეთის მთავრობის მოთხოვნით შეიქმნა და ევროკავშირის უფრო ფართო და თანმიმდევრული მიდგომის ნაწილია, რომელიც აერთიანებს მოკლევადიან და გრძელვადიან მხარდაჭერას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების ხელშესაწყობად.

მისია ორი წლის საწყისი მანდატით იმოქმედებს და ძირითადად შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მივლენილი ექსპერტებისგან.

მისიას უხელმძღვანელებს კოსმინ გეორგე დინესკუ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2026 წლის 11 ივნისს დაინიშნა. მანამდე ის მსახურობდა მოლდოვას რესპუბლიკაში ევროკავშირის პარტნიორობის მისიის პირველ ხელმძღვანელად.

ახალი მისია გამიჯნულია სადამკვირვებლო მისიისგან და ოფიციალური ინფორმაციითვე, არანაირი კავშირი არ აქვს მის საქმიანობასთან.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სააპელაციომ პატიმრობაში გაუშვა პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე ძალადობდა – საფარი

სააპელაციომ პატიმრობაში გაუშვა პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე ძალადობდა – საფარი

ნეტგაზეთი

ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრი

ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრი

ნეტგაზეთი

ავწონ-დავწონით და მაგის მიხედვით მივმართავთ შეწყალებაზე – ღარიბაშვილის ადვოკატი

ავწონ-დავწონით და მაგის მიხედვით მივმართავთ შეწყალებაზე – ღარიბაშვილის ადვოკატი

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი