მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენ - Netgazeti
აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენ - Netgazeti

აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენ - Netgazeti

ნეტგაზეთი22 ივლისი, 2026, 10:15|netgazeti.ge

აზერბაიჯანში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებმაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, აზერბაიჯანში ვიზიტამდე, პოლიტიკური პატიმრებისა და მედიის თავისუფლების საკითხის დაყენებისკენ მოუწოდეს, აცხადებენ, რომ მიმართვის შემდეგ მათზე ზეწოლა გაძლიერდა. ამის შესახებ პატიმრების ახლობლებმა „კავკაზსკი უზელს“ განუცხადეს.

29 ივნისს აზერბაიჯანელმა პოლიტემიგრანტებმა, უფლებადამცველებმა და რამდენიმე პატიმარმა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართეს. მათ შორის იყვნენ აქტივისტი ბახტიარ ჰაჯიევი, პიუნჰან ქერიმლი, მედიამენეჯერი მუჰამედ კეკალოვი, ასევე ჯამილ გულიევი, ანარ ჰასანოვი, იაშარ აღაზადე და გიუნდუზ მირზოევი. ისინი ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვდნენ, ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებზე პოლიტიკური პატიმრების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის საკითხები დაეყენებინა.

ბახტიარ ჰაჯიევის ახლობლის თქმით, ფონ დერ ლაიენის ვიზიტის შემდეგ მიმართვის ხელმომწერებზე ზეწოლა გაძლიერდა.

„მათ აღარ გადასცემენ ახლობლების მიერ მიტანილ ამონარიდებს მედიიდან და სოციალური ქსელებიდან, არ აძლევენ წიგნებს, არ განიხილავენ მათ საჩივრებს და კოლონიის ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლასაც აწყდებიან. ერთ-ერთი ხელმომწერი, იაშარ აღაზადე, კარცერში გადაიყვანეს და უკვე ორ კვირაზე მეტია იქ იმყოფება“, – განუცხადა გამოცემას ჰაჯიევის ნათესავმა.

მისივე თქმით, ჰაჯიევი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ზეწოლის შესუსტების ფონზე აზერბაიჯანის ხელისუფლება რეპრესიებს კიდევ უფრო ამკაცრებს.

„აშკარაა, რომ ევროპისთვის ენერგეტიკული, ეკონომიკური და სავაჭრო ინტერესები პრიორიტეტად იქცა. თუმცა, როგორც ბახტიარი ამბობს, ამ ინტერესების გამო ასობით პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტისა და აქტივისტის უფლებების იგნორირება ევროპის ღირებულებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – თქვა მან.

იაშარ აღაზაძის ახლობლის ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენის ვიზიტის შემდეგ აქტივისტი კარცერში გადაიყვანეს.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით, ბაქოში მოქმედი ერთ-ერთი აქტივისტი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, ამბობს, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებიდან პრაქტიკულად გაქრა ადამიანის უფლებების თემა.

მისი თქმით, წელს აზერბაიჯანს ეწვივნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა „არც ერთ მათგანს დაპატიმრებული აქტივისტებისა და ჟურნალისტების შესახებ სიტყვაც არ უთქვამს“.

აქტივისტის შეფასებით, ვიზიტების მთავარი თემა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდა და შუა დერეფნის განვითარება იყო. მისი აზრით, ადამიანის უფლებების დარღვევებზე საჯარო კრიტიკის არარსებობა ხელისუფლებას რეპრესიების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ უბიძგებს.

ურსულა ფონ დერ ლაენი და მარტა კოსი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი

ვერაზე სროლა იყო, სავარაუდოდ არიან დაჭრილები

ვერაზე სროლა იყო, სავარაუდოდ არიან დაჭრილები

ნეტგაზეთი