მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც საქართველოსაც ეხება - Netgazeti
კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც საქართველოსაც ეხება - Netgazeti

კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც საქართველოსაც ეხება - Netgazeti

ნეტგაზეთი23 ივლისი, 2026, 09:54|netgazeti.ge

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიციირებულ შესწორებებს შეიცავს.

2027 წლის ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც სამხედროებისთვის უპრეცედენტო 1.15 ტრილიონი დოლარის ხარჯვას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატამ მცირე სხვაობით, 216 ხმით 212-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ითვალისწინებს კავკასიაში კავკასიაში ჩინეთის კონტროლის შეზღუდვას და სწორედ ამ კონტექსტში არის ნახსენები საქართველო.

კერძოდ, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, ძალაში შესვლიდან 180 დღის განმავლობაში, თავდაცვის მდივანს ავალებს, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ საიდუმლო ანგარიში, რომელიც:

განიხილავს საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აგენტურის შეღწევას; განიხილავს საქართველოში რუსული და ჩინური გავლენისა და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას; მოიცავს აშშ-ის 5-წლიან სტრატეგიას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა შესაბამის კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს დეტალური სტრატეგია, რომელიც:

განსაზღვრავს ორმხრივი კავშირების გაძლიერების კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ ამჟამინდელ შიდაპოლიტიკურ გარემოს; მოიცავს იმ ინსტრუმენტების, რესურსებისა და დაფინანსების განსაზღვრას, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად. ასევე, შეფასებას იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ უმსხვილეს ბენეფიციარად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში; განსაზღვრავს, თუ რა მასშტაბით უნდა გააგრძელოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინვესტირება საქართველოსთან პარტნიორობაში; განსაზღვრავს, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების ერთგული და უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-ის მთავრობამ ინვესტირება ქართულ პროექტებში.

„მოხარული ვარ, რომ ჩემს რესპუბლიკელ და დემოკრატ კოლეგებთან ერთად მხარი დავუჭირე 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას პრინციპით „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, მხარს უჭერს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისიების დაფინანსებას ჩემს საარჩევნო ოლქსა და სამხრეთ კაროლინაში და სხვა. კანონპროექტი მოიცავს რამდენიმე დებულებას, რომელთა ჩამატებასაც მე ვუჭერდი მხარს, მათ შორის: Savannah River Site-ის მისიების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, „პალმეტოს შტატის“ (სამხრეთ კაროლინის) უნივერსიტეტებში თავდაცვითი კვლევების მხარდაჭერის გაგრძელებას, ეიზენჰაუერის სახელობის არმიის სამედიცინო ცენტრის დაცვას და მნიშვნელოვან შესწორებებს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის უკრაინის, სირიის, ერაყისა და საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერ ინიციატივებს“, — დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.

ცნობისთვის, თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო მიღება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ყოველწლიურად, წარმომადგენელთა პალატი და სენატი იღებენ NDAA-ს საკუთარ ვერსიებს, სანამ შეიარაღებული ძალების კომიტეტის მომლაპარაკებლები შეთანხმდებიან კომპრომისულ ვერსიაზე, რომელსაც შემდეგ წარადგენენ თითოეულ პალატაში კენჭისყრისთვის.

თუ კომპრომისული ვერსია დამტკიცდება, ის თეთრ სახლს გაეგზავნება, რათა ტრამპმა კანონს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

სამხედრო ბიუჯეტის უზარმაზარი ზომა, ირანის ომი, ისრაელისა და უკრაინის დახმარება და „კულტურული ომის“ საკითხები, როგორიცაა ტრანსგენდერი ჯარისკაცების მიმართ მოპყრობა — ის საკითხებია, რაზეც კონგრესის ორივე პალატაში აზრთა სხვადასხვაობაა და 2027 ფისკალური წლის NDAA-ის დამტკიცებას ართულებს.

სენატის დემოკრატებმა გასულ კვირას დაბლოკეს ეროვნული ანტიდემოკრატიული აქტის სენატის ვერსია. რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ აგვისტოს არდადეგებამდე კვლავ შეეცდებიან კანონპროექტის წინ წაწევას.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა

EU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი

აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენ

აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენ

ნეტგაზეთი