მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდა - Netgazeti
სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდა - Netgazeti

სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდა - Netgazeti

ნეტგაზეთი24 ივლისი, 2026, 12:37|netgazeti.ge

აფხაზური მხარის ცნობით, 24 ივლისის ღამით აფხაზეთში ელექტროენერგიის რამდენიმესაათიანი გათიშვა ენგურჰესზე ავარიის შედეგია.

ამავე დროს, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე განცხადება არ გაკეთებულა.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურზე მდებარეობს. სადგურის ძირითადი ნაგებობა (კაშხალი და წყალსაცავი) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო მიწისქვეშა ტურბინები და ელექტროსადგურის შენობა – აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

წარმოებული ელექტროენერგია, მრავალწლიანი არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე, დაახლოებით 60%-ით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, ხოლო 40%-ით აფხაზეთს მიეწოდება.

ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობია

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავაკავეთ პირი, რომელიც სხვისი კუთვნილი მილიონიანი ქონების გაყიდვას ცდილობდა – სუს

დავაკავეთ პირი, რომელიც სხვისი კუთვნილი მილიონიანი ქონების გაყიდვას ცდილობდა – სუს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი