მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საქართველოში გამოჩნდა ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი - ნარკოლოგი - Netgazeti
საქართველოში გამოჩნდა ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი - ნარკოლოგი - Netgazeti

საქართველოში გამოჩნდა ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი - ნარკოლოგი - Netgazeti

ნეტგაზეთი27 ივლისი, 2026, 17:55|netgazeti.ge

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა, რომლის გამოყენებაც ჯანმრთელობის მძიმე რისკებთანაა დაკავშირებული.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, ნარკოტიკი ინტესიურად იყიდება ტელგრამ არხებზე.

როგორც ნარკოლოგი ამბობს, ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.

„გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძაან ინტესიურად იყიდება ტელგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე, k2 სახელით იყიდება.

ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან. შესაძლო შედეგებია:

• ძლიერი შფოთვა და პანიკა; • ჰალუცინაციები და ფსიქოზი; • აგრესია; • კრუნჩხვები; • გონების დაკარგვა; • სუნთქვის გაძნელება; • ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.

ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. და ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, მეფედრონზე ალფაზე და სხვა სტიმულატორებზე, რაც კიდე უფრო ამძიმეს მდგოამრეობას!!

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112.

გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია. ერთი გაზიარებაც კი შეიძლება ვინმეს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს“, – წერს ზურაბ სიხარულიძე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სისტემური ავარია ენგურჰესზე – აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზზე

სისტემური ავარია ენგურჰესზე – აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზზე

ნეტგაზეთი

ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება

ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება

ნეტგაზეთი

ფაშინიანმა პუტინს სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა

ფაშინიანმა პუტინს სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი