მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ფაშინიანმა პუტინს სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა - Netgazeti
ფაშინიანმა პუტინს სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა - Netgazeti

ფაშინიანმა პუტინს სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა - Netgazeti

ნეტგაზეთი28 ივლისი, 2026, 05:13|netgazeti.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც სომხური მედია წერს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

მედიის ცნობითვე, სატელეფონო საუბარში ფაშინიანმა პუტინს უთხრა, რომ რუსეთის ბაზარზე სომხური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთსა და რუსეთს შორის დადებულ სახელშეკრულებო-სამართლებრივ ბაზასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს. ასევე, პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა.

რუსეთმა ამჯერად სომხური რძის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა

მანამდე, 26 ივნისს, როსსელხოზნადზორმა დროებით შეაჩერა კიდევ ორი სომხური საწარმოს სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეზღუდვები გავრცელდა სომხეთიდან რუსეთში თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტზეც.

შეზღუდვები მოსკოვმა ასევე სომხეთიდან ყვავილების, მინერალურ წყლის, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დააწესა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სისტემური ავარია ენგურჰესზე – აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზზე

სისტემური ავარია ენგურჰესზე – აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზზე

ნეტგაზეთი

ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება

ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება

ნეტგაზეთი

საქართველოში გამოჩნდა ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი – ნარკოლოგი

საქართველოში გამოჩნდა ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი – ნარკოლოგი

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი