მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სად განახორციელებს „სოლიდუსი“ ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება - „რეპსოლი“ - Netgazeti
სად განახორციელებს „სოლიდუსი“ ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება - „რეპსოლი“ - Netgazeti

სად განახორციელებს „სოლიდუსი“ ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება - „რეპსოლი“ - Netgazeti

ნეტგაზეთი16 აგვისტო, 2026, 11:10|netgazeti.ge

შპს „რეპსოლი“ ადასტურებს, რომ „სოლიდუსმა“ მათგან შეიძინა საწვავი, რომელიც შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა. მათივე განცხადებით, სად განახორციელებს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, „რეპსოლთან“ არ თანხმდება.

„მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა“, – წერია განცხადებაში.

„რეპსოლი“ ამბობს, რომ სრულად იცავენ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს.

აფხაზეთში საწვავის კრიზისის ფონზე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში საწვავის შეტანა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი საქართველოს სახელმწიფოს არ შეუტანია და ეს ბიზნესმა გააკეთა.

მოგვიანებით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების ნებართვა ირაკლი კობახიძის 11 აგვისტოს დათარიღებული განკარგულებით გაუგრძელდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამბობს, რომ საწვავის შეტანისთვის ხელი არ შეუშლიათ. და რომ აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებმა „შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა“.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი