მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 19.3%-ით გაიზარდა რეინვესტიციის ხარჯზე - Netgazeti
2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 19.3%-ით გაიზარდა რეინვესტიციის ხარჯზე - Netgazeti

2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 19.3%-ით გაიზარდა რეინვესტიციის ხარჯზე - Netgazeti

ნეტგაზეთი17 აგვისტო, 2026, 12:42|netgazeti.ge

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით მიხედვით ასე გადანაწილდა:

რეინვესტიცია — 1 567.5 მლნ აშშ დოლარი სააქციო კაპიტალი — 685.7 მლნ აშშ დოლარი

2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5% შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად განაწილდა:

გაერთიანებული სამეფო — 426.6 მლნ დოლარი აზერბაიჯანი — 214.4 მლნ დოლარი თურქეთი — 202.4 მლნ დოლარი

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3%-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ აშშ დოლარით (13.4%), ხოლო მესამეზე — ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ აშშ დოლარით (10.1%).

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინა

დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი