
აზერბაიჯანმა სამი რუსი მოქალაქე ძებნილად გამოაცხადა და დაუსწრებლად დააპატიმრა - Netgazeti
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსი მედიის ექსპერტების – ივან კნიაზევის, ალექსეი ჩადაევისა და სემიონ ურალოვის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ საჯარო მოწოდებები, ტერორიზმისკენ მოწოდება და ეროვნული შუღლის გაღვივება. სამივე პირი ძებნილად გამოცხადდა და მათ დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge