მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა - Netgazeti
24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა - Netgazeti

24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა - Netgazeti

ნეტგაზეთი19 აგვისტო, 2026, 15:05|netgazeti.ge

ერთ დღე-ღამეში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, — იტყობინება რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური 18 აგვისტოს საღამოს.

ფედერალურ საბაჟო სამსახურში (ФТС) განაცხადეს, რომ „მსგავსი დინამიკა“ უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი ადამიანი გადიოდა.

„მიმდინარე მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდების მონაცემებს“, — დასძინეს უწყებაში.

ტელეგრამ-არხი „Осторожно, новости“ წერს, რომ თვითმხილველთა თქმით, რუსეთის მხრიდან საზღვარზე დიდი საცობი წარმოიქმნა. მოქალაქეები ორ საათში მხოლოდ დაახლოებით 100 მეტრს გადიან.

ზემო ლარსი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ზემო ლარსი რუსეთში ყველაზე გადატვირთული სასაზღვრო გადასასვლელი გახდა, როდესაც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ათასობით რუსი ტოვებდა ქვეყანას. მაშინ გამშვებ პუნქტზე მრავალკილომეტრიანი საცობები წარმოიქმნა, სადაც ხალხი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი