მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რუსეთი ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზს განმარტავს - Netgazeti
რუსეთი ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზს განმარტავს - Netgazeti

რუსეთი ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზს განმარტავს - Netgazeti

ნეტგაზეთი20 აგვისტო, 2026, 15:52|netgazeti.ge

რუსეთი საქართველოსთან საზღვარზე მგზავრთა ნაკადის ზრდას შვებულებების სეზონის დასასრულს უკავშირებს.

როგორც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (ФТС) პრესსამსახურმა განაცხადა, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, სამგზავრო ნაკადის მატება უშუალოდ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ფიქსირდება, რაც შვებულებების სეზონის დასრულებას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება შვებულებების სეზონის დასრულებას და დასვენების შემდეგ მოქალაქეების დიდი რაოდენობით დაბრუნებას. ამასთანავე, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მიმართულებითაც, რაც განპირობებულია მიმდინარე ტურისტული სეზონით“, — განაცხადეს უწყებაში.

უწყების მონაცემებით, დღე-ღამეში საზღვარი ორივე მიმართულებით 16 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა.

„რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით გადაადგილდა თითქმის 8,5 ათასი ადამიანი, ხოლო გასვლის მიმართულებით — 7,5 ათასზე მეტი“, — ნათქვამია განცხადებაში.

18 აგვისტოს რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ დღე-ღამეში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა და რომ „მსგავსი დინამიკა“ უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება — 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი ადამიანი გადიოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში საბაჟო პუნქტ ლარსზე მგზავრთბრუნვა იყო არა 20 ათასი, არამედ – 16 286.

ამასთან, კატეგორიულად უარყო, რომ 20 000-მა მოქალაქემ საზღვარი ერთი, საქართველოს მიმართულებით გადმოკვეთა.

24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიზეზი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავსBM.GE
  • კახეთში გასაყიდ ატამს ნაგავსაყრელზე ყრიან - გლეხები მიზეზებზე საუბრობენტვ პირველი
  • POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისადმი წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწიაიმედი
  • ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყოფორმულა
მიზეზი →

მსგავსი სტატიები

ცხინვალი: “საზღვრის კანონდამღვევი საქართველოს მოქალაქე გავაძევეთ”

ცხინვალი: “საზღვრის კანონდამღვევი საქართველოს მოქალაქე გავაძევეთ”

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი