მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია
POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია, - წერს გამოცემა POLITICO.

„ჩვენ ვითხოვთ იმ საჭირო რესურსებს, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი“, - აღნიშნა მეხანძრეთა რამდენიმე პროფკავშირის სპიკერმა, ქსავიე ბუამ.

გაფიცვა 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. კანონმდებლობით, მეხანძრეებს უფლება აქვთ ჩაერთონ გაფიცვაში, თუმცა ვალდებულნი არიან, გადაუდებელ გამოძახებებზე რეაგირებისთვის თანამშრომელთა მინიმალური შემადგენლობა უზრუნველყონ.

ბუას განცხადებით, პროფკავშირების ყველაზე გადაუდებელ მოთხოვნებს შორის არის საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის „მოდერნიზებისთვის“, პროფესიონალი მეხანძრეების „მასობრივი“ მიღება და დაფინანსების გაზრდა მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის.

მან ასევე მოითხოვა „ინვესტიციები, რომლებიც იმ რისკების შესაბამისი იქნება, რომელთა წინაშეც საფრანგეთი დღეს დგას და მომავალში დადგება“.

ბუა და მეხანძრეთა სხვა წარმომადგენლები ხუთშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ლორან ნუნიესს შეხვდნენ. მათი განცხადებით, შეხვედრიდან უკმაყოფილონი და იმედგაცრუებულნი წამოვიდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიზეზი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" დააჯარიმა - მიზეზიBM.GE
  • ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყოფორმულა
  • ხაბეიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რის გამოც, მისი თქმით, ივანიშვილის და მდინარაძის გზები გაიყოტვ პირველი
  • პრემიერი: ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება, არის კორუფციის აღმოფხვრა, ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფციარუსთავი 2
მიზეზი →ხელისუფლების →მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

რომთან ახლოს საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა

რომთან ახლოს საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

იმედი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

იმედი

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

იმედი