მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდა - Netgazeti
ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდა - Netgazeti

ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდა - Netgazeti

ნეტგაზეთი21 აგვისტო, 2026, 11:14|netgazeti.ge

ზურა ჯაფარიძე ეხმაურება გუშინ რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ნიკა გილაურს საქართველოში ბიზნეს დავის ფარგლებში 12 მლნ დოლარის ჯარიმა დააკისრეს, დაუყადაღეს წილები და ქონება, ხოლო სახლი – გაუყიდეს.

ჯაფარიძის თქმით, ტყუილია, რომ პარტია ახალი ნიკა გილაური პროექტია და რომ ის 2024 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლას ითხოვდა. ეს ინფორმაცია თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

“1. უსინდისო ტყუილია რომ პარტია ახალი გილაურის პროექტია. ახალი შეიქმნა გილაურის გამოჩენამდე და მე და ლაკას [ელენე ხოშტარია] შესაძლო კოალიციაზე კომუნიკაცია და ურთიერთობა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან, როგორც პარტია “ახალის” თანათავმჯდომარეებთან, გვქონდა გილაურის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე.

2. უსინდისო ტყუილია რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა. არც ათობით მილიონი ყოფილა და არც გილაური ყოფილა რესურსის ერთადერთი წყარო კოალიციისთვის.

3. უსინდისო ტყუილია (მე ვიტყოდი ნაბიჭ…ობა) რომ გილაური ჩვენგან ითხოვდა არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას (ესაა მთავარი ტყუილი, რომლისთვისაც სხვა ტყუილები გახდა საჭირო). ამის გაგრძელებაა რომ თითქოს ციხეში იმიტომ ჩაგვსვეს რომ გილაურს არ დავუჯერეთ და ამით ირიბად ბიძინა გადავაგდეთ.

4. უსინდისო ტყუილია რომ გილაური არჩევნების შემდეგ გაქრა. გილაური, თავის მეგობრებთან ერთად, მთელი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი იდგა რუსთაველზე, პირველი სკოლის წინ. ის საჯაროდ აკრიტიკებდა რეჟიმს. მან გააკეთა ფონდი, რომელიც ბევრს დაეხმარა, მანამ სანამ იმას დამართებდნენ რაც რადიო თავისუფლების ფილმშია”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, ვიღაცა შეიძლება მეტს ელოდა ან მეტს ელოდეს მისგან, “მაგრამ ეგ არაა აქ განხილვის საგანი”.

“მხოლოდ ტყუილები. და ბოლოს: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო. ვიღაცებს, ვინც სხვებს მოუწოდებს საჯაროდ პარტიულობაზე მაღლა დადგომისკენ, დღემდე ყელში აქვს გაჩხირული არა მხოლოდ ის რომ ჩვენმა კოალიციამ სხვებთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა იმ ვითომ არჩევნებზე (მართლა რა დროს ესაა ეს დედააფეთქებული?!), არამედ ისიც რომ ის ერთადერთია წინასაარჩევნო კოალიციებიდან რომელიც არ დაიშალა დღემდე”, – წერს ჯაფარიძე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს” – თბილისში 5 პირი დააკავეს

“მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს” – თბილისში 5 პირი დააკავეს

ნეტგაზეთი

ნიკა გილაურს წილები და ქონება დაუყადაღეს, სახლი იძულების წესით გაუყიდეს – რადიო თავისუფლება

ნიკა გილაურს წილები და ქონება დაუყადაღეს, სახლი იძულების წესით გაუყიდეს – რადიო თავისუფლება

ნეტგაზეთი

აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენ

აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენ

ნეტგაზეთი

ცხინვალი: “საზღვრის კანონდამღვევი საქართველოს მოქალაქე გავაძევეთ”

ცხინვალი: “საზღვრის კანონდამღვევი საქართველოს მოქალაქე გავაძევეთ”

ნეტგაზეთი