მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე - კობახიძე ღარიბაშვილზე - Netgazeti
დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე - კობახიძე ღარიბაშვილზე - Netgazeti

დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე - კობახიძე ღარიბაშვილზე - Netgazeti

ნეტგაზეთი7 სექტემბერი, 2026, 12:38|netgazeti.ge

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერისა და ექსპრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილები „სასაცილო და ტრაგიკულია“.

კობახიძის განცხადებითვე, სიღრმისეულ კომენტარს ვერ გააკეთებს წერილებზე, რადგან – ღარიბაშვილი მანამდე იკავებდა პრემიერის თანამდებობას, და რომ მისი მტკიცებით, წერილების შინაარსი არასერიოზულია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“,- თქვა ირაკლი კობახიძემ ღარიბაშვილზე.

კობახიძეს ჰკითხეს ვინ დგას „ცრუ კამპანიის“ უკან, რასაც ის უპასუხობს:

„ნუ, ფაქტია ხომ, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ“, – თქვა კობახიძემ.

მან ახსენა „კონკრეტულ მედიასაშუალება“ სახელის დაკონკრეტების გარეშე, თუმცა ის სავარაუდოდ გულისხმობდა „ასავალ-დასავალს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

ამ საკითხზე პროკურატურამ ექსპრემიერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვა პირები გამოკითხა.

რა (არ) უთხრა ღარიბაშვილმა გამოძიებას ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე

ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?

ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.

ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.

მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 221 სტატია.

  • დავით თარხან-მოურავი: ღარიბაშვილი კობახიძის ცრუ ბრალდებების მსხვერპლიატვ პირველი
  • სასაცილო და ტრაგიკული - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • "ეს არ არის სამართლებრივი პროცესი" - ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობსBM.GE
  • ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადიფორმულა
ღარიბაშვილის →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედია

ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედია

ნეტგაზეთი

პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულად

პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულად

ნეტგაზეთი

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის

ნეტგაზეთი

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

ნეტგაზეთი