მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავს - Netgazeti
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავს - Netgazeti

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავს - Netgazeti

ნეტგაზეთი14 სექტემბერი, 2026, 12:44|netgazeti.ge

რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. ამის შესახებ „გაზპრომ სომხეთი“ იტყობინება.

„რუსეთის ტერიტორიაზე, მაგისტრალურ გაზსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასია“ კომპლექსური გეგმური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო, 15-დან 25 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნული გაზსადენით სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება.

“აღნიშნულ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე განხორციელდება შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან (IRI) მოწოდებული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების ხარჯზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთი რუსულ ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებს. რუსეთიდან მომავალი ბუნებრივი აირი საქართველოს ტერიტორიას კვეთს (ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით) და ასე მიეწოდება სომხეთს. გაზის მთავარი მიმწოდებელია რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“. სომხეთის შიდა ბაზარზე კი მის განაწილებასა და რეალიზაციას კომპანია „გაზპრომ სომხეთი“ (რომელიც რუსული „გაზპრომის“ 100%-იანი შვილობილი კომპანიაა) ახდენს.

იმ შემთხვევებში, როდესაც გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ტრანზიტი დროებით ჩერდება ხოლმე. ასეთ გამონაკლის სიტუაციებში ყოფილა პრეცედენტები, როცა სომხეთს რუსული გაზი დროებით სხვა ალტერნატიული მარშრუტით (მაგალითად, აზერბაიჯანის გავლით) მიუღია. რუსეთის გარდა, სომხეთი ბუნებრივი აირის გარკვეულ მოცულობას ირანიდანაც იღებს (ელექტროენერგიის სანაცვლოდ).

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 17.2%-ით შემცირდაBM.GE
  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
რუსეთის →