მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ვაშინგტონმა რუსულ VTB-ის ირანთან დაკავშირებული სანქციები დაუწესა - Netgazeti
ვაშინგტონმა რუსულ VTB-ის ირანთან დაკავშირებული სანქციები დაუწესა - Netgazeti

ვაშინგტონმა რუსულ VTB-ის ირანთან დაკავშირებული სანქციები დაუწესა - Netgazeti

ნეტგაზეთი14 სექტემბერი, 2026, 23:45|netgazeti.ge

შეერთებულმა შტატებმა ირანთან დაკავშირებული სანქციები დააწესა რუსულ სს „ვითიბი ბანკზე“ (VTB Bank Public Joint Stock Company) და მას ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობა დასდო ბრალად. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა.

ეს ნაბიჯი ემყარება 2022 წელს რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის, „ვითიბის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, როდესაც ბანკი სამიზნედ იქცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„ოპერაციის «Economic Outcast» ფარგლებში, ხაზინა განაგრძობს იმ პირთა სამიზნეში ამოღებასა და საქმიანობის შეფერხებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მატერიალურ, ტექნოლოგიურ ან ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ირანის რეჟიმს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს თავისი ტერორისტული საქმიანობა“, — განაცხადა ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ოფიციალურ განცხადებაში.

„ხაზინა არ შეეგუება რეჟიმის არანაირ მხარდაჭერას და განაგრძობს ირანის ხელშემწყობთა გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას“.

გასულ კვირას ბესენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებს დააწესებდა მსხვილ ბანკზე, რადგან განაგრძობს თეირანზე ეკონომიკურ ზეწოლას ირანთან აშშ-ის კონფლიქტის დასასრულებლად, რომელიც ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება.

თებერვალში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მთელი რიგი ეკონომიკური ღონისძიებები გაატარა, რომლებიც მიზნად ისახავს ნავთობის ექსპორტის, საზღვაო-სატრანსპორტო ქსელების, იარაღის შესყიდვის არხების, ფინანსურ შუამავლების, ციფრული აქტივების ბირჟებისა და ავიაკავშირების შეზღუდვას.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • Reuters: რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო რაკეტები გაისროლაიმედი
  • რუსულმა სამხედრო ხომალდმა დანიის ვერტმფრენს სიგნალური რაკეტები ესროლაფორმულა
  • აშშ-მა ირანის დახმარებისთვის რუსულ VTB Bank-ს ახალი სანქციები დაუწესაBM.GE
  • პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებსრუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარია

იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარია

ნეტგაზეთი

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავს

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას “დროებით” შეუზღუდავს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი