მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის უზენაესი ლიდერი სამშვიდობო პირობებს ასახელებს
ირანის უზენაესი ლიდერი სამშვიდობო პირობებს ასახელებს

ირანის უზენაესი ლიდერი სამშვიდობო პირობებს ასახელებს

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 22:46|bm.ge

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ აშშ-სთან მიმდინარე ომის დასასრულებლად თეირანის მიერ წამოყენებული პირობების შესრულება მოითხოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელთან, მოჰსენ რეზაისთან გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა.

თავის მხრივ, მოჰსენ რეზაიმ უზენაეს ლიდერს ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ვითარება და მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. უნდა აღინიშნოს, რომ მოჯთაბა ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უცნობია და არც ის დასტურდება, ზემოხსენებული განცხადებები პირადად მან გააკეთა, თუ მისმა ასისტენტმა.

არსებული ვითარების ფონზე, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის შესამცირებლად რეგიონში აქტიური დიპლომატიური პროცესები გრძელდება. ამ პროცესში თურქეთი, საუდის არაბეთი, პაკისტანი და ირანი უშუალოდ მონაწილეობენ და გუშინ, მაგალითად, მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა, რომლის დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა.

ცნობისთვის, ირანის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო წინადადება პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო და განაცხადა, რომ "თუ ირანი ისევ ამ გეგმას ახსენებს, აშშ თეირანს ბომბებით მიწასთან გაასწორებს".შეგახსენებთ, რომ ირანის სამშვიდობო გეგმა 7 პუნქტს მოიცავს, მათ შორისაა:

1. ომის დასრულება ყველა ფრონტზე: საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა რეგიონში, მათ შორის ლიბანში, ერაყსა და იემენში, სადაც ირანის მოკავშირეები არიან ჩართულნი.2. აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა: ირანის პორტებზე დაწესებული ამერიკული საზღვაო ბლოკადის სრული გაუქმება.3. გაყინული აქტივების დაბრუნება: აშშ-ის მიერ ირანის კუთვნილი მილიარდობით დოლარის გაყინული ფინანსური რესურსების გათავისუფლება.4. სანქციების გაუქმება ნავთობზე: აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ირანული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნა.5. თავდასხმებისა და მკვლელობების შეწყვეტა: ირანის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო დარტყმებისა და პოლიტიკური მკვლელობების სრული დასრულება.6. შიდა საქმეებში ჩაურევლობა: ვაშინგტონის მხრიდან ირანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და ისლამური რესპუბლიკის ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა.7. სამხედრო მუქარის დასრულება: ირანის წინააღმდეგ პოლიტიკური მუქარებისა და სამხედრო რიტორიკის შეჩერება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

BM.GE

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

BM.GE