მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ - Netgazeti
კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ - Netgazeti

კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ - Netgazeti

ნეტგაზეთი17 სექტემბერი, 2026, 12:10|netgazeti.ge

სენატის შემდეგ აშშ-ის კონგრესის ქვედა ანუ წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა სენატორ გრემის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ და ის ტრამპს გაუგზავნა.

ოთხშაბათს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სანქციებისა და ტარიფების შესახებ მასშტაბური კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნება, მას შემდეგ, რაც თითქმის წელიწად-ნახევრის წინ სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინა. სენატორი ამჟამად გარდაცვლილია.

კანონპროექტი, რომელსაც სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელის პატივსაცემად ახლა “ლინდსი გრემის სანქციები რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ” ჰქვია, სენატმა გასულ თვეში დაამტკიცა. ამის შემდეგ საჭირო იყო ქვედა პალატის მხარდაჭერაც.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ მიიღო, რადგან 58-მა დემოკრატმა არ გაიზიარა პარტიის ლიდერების პოზიცია და შვიდის გარდა ყველა რესპუბლიკელი შეუერთდა მხარდამჭერთა რიგებს.

კანონი მიზანში იღებს რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის ინდუსტრიებს, ისევე როგორც ტანკერების “ჩრდილოვან ფლოტს”, რომლებიც თავს არიდებენ არსებულ სანქციებს.

მან წინააღმდეგობა გამოიწვია იმის გამო, რომ ის ასევე აძლევს ტრამპს უფლებამოსილებას, დააწესოს მკაცრი, 100%-მდე ტარიფები ჩინეთზე, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებზე, რათა შეამციროს მათი დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გააფართოოს სანქციები ირანზე.

“ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, რომელიც კონგრესმა მიიღო მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და მისმა თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა 2025 წლის იანვარში კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს”, – წერს საინფორმაციო სააგენტო როიტერსი.

კანონპროექტი მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აწყდებოდა მას შემდეგ, რაც გრემმა და ათობით სხვა სენატორმა ის 2025 წლის აპრილში წარადგინეს. ტრამპს 2026 წლის ივლისამდე დასჭირდა დრო (11 ივლისს გრემის მოულოდნელ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე), რათა კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერებისთვის კენჭისყრის დანიშვნის უფლება მიეცა.

“ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ლინდსისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავდა,” – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელმა სენატორმა დარლინ გრემმა, რომელიც თავისი განსვენებული ძმის ადგილზე დაინიშნა.

2025 წლის იანვარში, მეორე ვადის დაწყების შემდეგ, ტრამპი ძირითადად უპირატესობას ანიჭებდა ტარიფებსა და სანქციებზე (მისი საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ინსტრუმენტი) კონტროლის შენარჩუნებას, ნაცვლად იმისა, რომ ეთანამშრომლა კონგრესთან კანონმდებლობის კუთხით.

გრემის აქტი სენატმა გასულ თვეში 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ, ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა კანონმდებლებს მისი მიღების მოსათხოვნად და გადადგა უჩვეულო ნაბიჯი, როდესაც პროცედურულ კენჭისყრას პალატის დარბაზიდან ადევნებდა თვალს.

კანონპროექტმა წინააღმდეგობა მოჰყვა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების მხრიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ის ტრამპს ზედმეტად ფართო ახალ სატარიფო უფლებამოსილებას ანიჭებს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ. მათი თქმით, ტრამპს უკვე აქვს რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად საჭირო ძალაუფლება, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ეს არ გააკეთოს.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ კანონპროექტი ტრამპს ზედმეტად უადვილებს სანქციების არდაწესებას იმის გამოცხადებით, რომ ეს არ შედის ეროვნულ ინტერესებში, რაც ბევრად უფრო ფართო საპრეზიდენტო ძალაუფლებაა, ვიდრე სანქციების შესახებ კანონპროექტების უმეტესობაშია.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ კანონმდებლობას იმდენი ხარვეზი ჰქონდა, რომ რუსეთისთვის დამაზიანებელი სანქციები შესაძლოა არც კი ამოქმედდეს. “რასაც ეს კანონმდებლობა გააკეთებს, არის ის, რომ დონალდ ტრამპს, შესაძლოა, მიანიჭოს შეუზღუდავი ძალაუფლება ამერიკელ ხალხზე ტარიფების დასაწესებლად”, – თქვა ნიუ-იორკელმა კანონმდებელმა და განაცხადა, რომ ხმას წინააღმდეგ მისცემდა.

ზოგიერთი რესპუბლიკელი შეშფოთებული იყო დამატებითი ტარიფებისა და პოტენციურად უფრო მაღალი სამომხმარებლო ფასების გამო პოლიტიკური უკურეაქციით ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, რომელშიც, გამოკითხვების თანახმად, პარტიას უჭირს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის შენარჩუნება.

თუმცა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი, რომელიც არის ორივე პარტიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით მიღებული იშვიათი საკანონმდებლო აქტი, მნიშვნელოვან შეტყობინებას გაუგზავნის რუსეთს და მსოფლიოს, რომ ვაშინგტონი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რაც მოსკოვს მოლაპარაკებებზე წასვლას აიძულებს.

“დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ლინდსის ხედვის განხორციელებას უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ” ,- განუცხადა ჟურნალისტებს კენჭისყრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტეხასელმა რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, მაიკლ მაკკოლმა, რომელიც კანონპროექტის მთავარი სპონსორია.

მომზადებულია “როიტერსის” მიხედვით.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 290 სტატია.

  • ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვსიმედი
  • წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • "რუსეთის მიერ გაზის გაძვირება ჩვენთვის აპოკალიპტური სცენარი იქნება" - სომხეთის ცენტრალური ბანკიBM.GE
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →ირანის →

მსგავსი სტატიები

„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს

„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს

ნეტგაზეთი

“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვი

“ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვი

ნეტგაზეთი