
კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრება ქმნის რისკს, რომ რუსეთის დაბრუნება საერთაშორისო ფორუმებზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი კვლავ გრძელდება.
კალასმა ასევე გააკრიტიკა სამიტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა.
"რუსეთის ამ საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნების ნორმალიზება, ფაქტობრივად, იმ ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს, რომლებიც ახლა ყოველდღიურად ხდება",- აღნიშნა კალასმა.
"დიდი ოცეულის" სამიტი 14–15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება.
ვლადიმირ პუტინს მიწვევა უკვე გაუგზავნეს, თუმცა მისი მონაწილეობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge