მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მიქანაძის თქმით, 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა გუშინ საღამოს მიიღეს - Netgazeti
მიქანაძის თქმით, 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა გუშინ საღამოს მიიღეს - Netgazeti

მიქანაძის თქმით, 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა გუშინ საღამოს მიიღეს - Netgazeti

ნეტგაზეთი18 სექტემბერი, 2026, 14:59|netgazeti.ge

სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეექვსე “გერმანული სკოლა”) სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდნენ შენობის ავარიულობის შესახებ ორი დღის წინ და რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება მთელი ზაფხულის განმავლობაში, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი სამინისტროში მხოლოდ 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს.

„სამინისტრო რა შუაშია, გეუბნებით, დასკვნას ველოდებოდით. დასკვნა სანამ არ იქნებოდა წარმოდგენილი, ჩვენ არ ვიცოდით, იქ რა მდგომარეობა იყო” ,— აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ დოკუმენტის მიღებისთანავე რეაგირება მყისიერი იყო, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა.

მისივე თქმით, უწყება ვერცერთი ბავშვის, პედაგოგისა თუ თანამშრომლის სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დააყენებდა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სამინისტრო პირობას დებს, რომ სწავლის უწყვეტობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი (თუმცა არა 21-ე სკოლის შენობაში) და მოსწავლეებს უახლოეს დღეებში ალტერნატიულ მოდელს შესთავაზებენ. 21-ე სკოლის ინფრასტრუქტურულ გეგმას კი უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილაეს იმაზე, რომ 21-ე სკოლის შემთხვევა არ არის ერთეული და იდენტური ვითარებაა 130-ე სკოლაშიც. რესპონდენტმა დაადასტურა პრობლემა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროცესები დიდი ხანია გრძელდება.

„რა გრძელდება დიდი ხანია?”, ჩაეკითხა ჟურნალისტი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა ბიუროკრატიული შეფერხებების შესახებ:

„ის, რომ სამხარაულის დასკვნა მოდის გვიან, ან იწყებენ რემონტს და შუაში ხდება დასკვნის გაკეთება. ჩვენი უწყება, როგორც კი იღებს კონკრეტულ დასკვნას, მყისიერ რეაგირებას ახდენს. სანამ ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, ჩვენ ელემენტარულად არც გვაქვს კომპეტენცია, რომ განვსაზღვროთ, ეს შენობა არის მდგრადი სასწავლო პროცესის გაგრძელებისთვის თუ არა“.

მინისტრმა სკოლების რეაბილიტაციის რთულ ჯაჭვურ პროცესზეც ისაუბრა და განმარტა, რომ განათლების სამინისტრო მხოლოდ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ხოლო უშუალოდ აშენება-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) დაქვემდებარებაშია, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ სამხარაულის ექსპერტიზას ეყრდნობა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • დაახლოებით 2100 სკოლა ფუნქციონირებს, საიდანაც ბევრი არასათანადო მდგომარეობაშია - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინარზე: ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაიმედი
  • დავით სონღულაშვილი: პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენრუსთავი 2
სკოლის →