
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც აზერბაიჯანი ცნობს - Netgazeti
აზერბაიჯანი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს არ ცნობს – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მათ შედეგებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მარაკ კამბოლოვმა ხმების 84.95% მიიღო და ე.წ. პრეზიდენტად გამოცხადდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნების ჩატარება 18 სექტემბერს დაგმო და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და საერთაშორისო სამართლებრივ შედეგებს ვერ წარმოშობს. არჩევნების შედეგები ასევე არ ცნო ევროკავშირმა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge