მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სოხუმი ქართულ მხარესთან გალში შეხვედრების აღდგენაზე მზადყოფნას აცხადებს - Netgazeti
სოხუმი ქართულ მხარესთან გალში შეხვედრების აღდგენაზე მზადყოფნას აცხადებს - Netgazeti

სოხუმი ქართულ მხარესთან გალში შეხვედრების აღდგენაზე მზადყოფნას აცხადებს - Netgazeti

ნეტგაზეთი24 სექტემბერი, 2026, 10:57|netgazeti.ge

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდის წინ შეხვედრაზე განიხილეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის საკითხიც.

23 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ, უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა.

გალში IPRM-ის შეხვედრები 2018 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მექანიზმის ფარგლებში აფხაზეთისა და ქართული მხარის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები, განიხილავდნენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს. 2018 წლის ივნისში გალში IPRM-ის შეხვედრა დღის წესრიგის ერთ საკითხთან დაკავშირებით [ოთხოზორიას მკვლელობის საქმე და მისი ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანა] მხარეებს შორის უთანხმოების გამო ვერ დასრულდა და მას შემდეგ გალის IPRM-ის შეხვედრები აღარ განახლებულა.

IPRM-ის ფორმატი დღემდე მუშაობს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, რომელიც სოფელ ერგნეთში იმართება პერიოდულად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს 10-11 ნოემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები.

“მხარეებმა დაადასტურეს კონსტრუქციული დიალოგისა და ერთობლივი მუშაობის გაგრძელების დაინტერესება და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების აუცილებლობას”, – ნათქვამია სოხუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი ხელმძღვანელობდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია