მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტი დაჭრეს - Netgazeti
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტი დაჭრეს - Netgazeti

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტი დაჭრეს - Netgazeti

ნეტგაზეთი28 სექტემბერი, 2026, 17:12|netgazeti.ge

თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, სტუდენტი დაჭრეს.

დაჭრილი სტუდენტი კლინიკაშია გადაყვანილი.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება გაავრცელა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა. უნივერსიტეტის განცხადებით, ინციდენტი კვების ერთ-ერთ ობიექტთან დაიწყო და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ დღეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი – შედეგად დაზარალდა ჩვენი მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე. რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია ვიდეო-თვალთვალის სისტემით, რაც ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა უნივერსიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია