მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს - Netgazeti
2026 წლის II კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს - Netgazeti

2026 წლის II კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს - Netgazeti

ნეტგაზეთი30 სექტემბერი, 2026, 15:32|netgazeti.ge

2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს.

თურქეთის (3 765 მოქალაქე) და სირიის (2 770 მოქალაქე) შემდეგ, საქართველო მესამეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირი დაატოვებინეს.

ევროსტატის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის სახელმწიფოებმა მესამე ქვეყნების 110 335 მოქალაქეს დაავალეს შენგენის ზონის დატოვება, ხოლო 36 825 ადამიანი, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველზე, ფაქტობრივად დააბრუნეს.

იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის დატოვება დაევალათ, ყველაზე მეტი იყო ალჟირის (10 390), მაროკოს (6 200) და სირიის (5 180) მოქალაქე.

ქვეყნის დატოვების დავალების და დაბრუნების მაჩვენებელი განსხვავდება, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, გასაჩივრებით, იდენტიფიცირების პრობლემით, ნებაყოფლობითი წასვლის ვადით და სხვა.

2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება დაევალათ, 12.0%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობა 9.7%-ით გაიზარდა.

საქართველო II ადგილზე იყო EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით 2025 წელს (10 475 მოქალაქე გამოაძევეს), და 2026 წლის I კვარტალშიც, როდესაც ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს.

საქართველო II ადგილზეა EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 235 სტატია.

  • ევროკავშირის ქვეყნები ბიუჯეტის €100 მილიარდით შემცირებისთვის ემზადებიანBM.GE
  • ევროკომისია, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებას და ვეტოს უფლების გაუქმებას გეგმავს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
  • ევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესაფორმულა
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

ნეტგაზეთი