
მიქელაძე ციხეში შემოწმების პროცედურებს განმარტავს და ასახელებს კითხვებს, რომლებსაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს - Netgazeti
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი“ თამთა მიქელაძე შესაბამის დებულებაზე დაყრდნობით განმარტავს, როგორ ხდება პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება.
მიქელაძის თქმით, პირველი მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც დადგენილებაში წერია, ისაა, რომ შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.
გარდა ამისა, იურისტის განცხადებით, პირადი სრული შემოწმების დროს ელექტრონული მონიტორინგით დაკვირვება, ზოგადი წესით, დაუშვებელია.
„შინაგანი შემოწმების შემთხვევაში წესები კიდევ უფრო მკაცრია: კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობის შემთხვევაშიც, კამერის ხედვის არეში შესამოწმებელი პირის სხეული არ უნდა მოხვდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დებულების მიხედვით, პირადი შემოწმების შესახებ უნდა შედგეს ოქმი და მასში უნდა აისახოს როგორც შემოწმების საფუძველი და ინფორმაცია შემოწმების ჩამტარებელი პირების შესახებ, ისე მსჯავრდებულის პრეტენზიები. შემოწმების შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა აისახოს საკნის ბარათში, მათ შორის, შემოწმების ჩამტარებელი პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით“, – წერს მიქელაძე.
უფლებადამცველი განმარტავს, რომ შინაგანი შემოწმება ვერ ჩაითვლება უბრალოდ სრული პირადი შემოწმების ჩვეულებრივ გაგრძელებად, რომელიც თანამშრომელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია განახორციელოს.
მიქელაძის განცხადებით, შემოწმების ზემოთ განსაზღვრული პროცედურის გათვალისწინებით, გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიებამ ისეთ კითხვებს უნდა უპასუხოს, როგორებიცაა:
ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს – იოსელიანი დავითაძეზე; რა (არ) თქვა პაატა სალიამ გიორგი დავითაძის საქმეზე
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge