მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი - Netgazeti
ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი - Netgazeti

ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი - Netgazeti

ნეტგაზეთი6 ოქტომბერი, 2026, 19:35|netgazeti.ge

ევროკომისიამ დაამტკიცა გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის პაკეტი.

დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება არსებული ხელშეკრულებების ჩარჩოსა და გაწევრიანების მომავალი ხელშეკრულებების გამოყენება გაფართოებული კავშირისთვის მოსამზადებლად. ეს მოიცავს კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციას დამცავი მექანიზმების (safeguards) თანხლებით.

ასევე, 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კომისია წარმოადგენს საორიენტაციო საგზაო რუკებს პერსპექტიული კანდიდატებისთვის — მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.

გაფართოების ქვეყნებს განეკუთვნება: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, კოსოვო, საქართველო და თურქეთი. თუმცა ევროკომისიის დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. 2018 წლიდან შეჩერებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები თურქეთთანაც.

„როგორც იცით, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, საქართველოც დღეს იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა არიან. ის, თუ როგორ გავაგრძელებთ წინსვლას ამ ქვეყანასთან მიმართებით, უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების პოზიცია. თუმცა, ბევრი რამ, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს ყველაფერი“, — განაცხადა გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა საქართველო-ევროკავშირის მომავალი ურთიერთობის შესახებ „ტაბულას“ კითხვის საპასუხოდ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • შავი ზღვის პორტების გაჩერებამ უკრაინას შესაძლოა $8-მილიარდიანი ზარალი მიაყენოსBM.GE
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდებარუსთავი 2
  • მედვედევი: ყველაზე საშიში რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, მისი ახალ უკრაინად გადაქცევააფორმულა
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ზურაბ აბაშიძე 3 ქვეყანაში დაინიშნა საქართველოს ელჩად

ზურაბ აბაშიძე 3 ქვეყანაში დაინიშნა საქართველოს ელჩად

ნეტგაზეთი