მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა - Netgazeti
რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა - Netgazeti

რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა - Netgazeti

ნეტგაზეთი7 ოქტომბერი, 2026, 13:27|netgazeti.ge

ხვალ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღება იგეგმება.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ამჯერად „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა.

რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ნეტგაზეთი გაეცნო, მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას.

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტი კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების გამო საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მცირდება დემოკრატია, მედიის თავისუფლება, ილახება ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც სულ უფრო შეუთავსებელია ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან, კოპენჰაგენის კრიტერიუმების ჩათვლით.

„2025 წლის ნოემბერში, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; ვინაიდან მოგვიანებით სარჩელს „ფედერალისტებიც“ დაემატა, ხოლო 2026 წლის სექტემბერში სიაში შეიყვანეს „საქართველოსთვის“ — ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამჟამად კვლავ პარლამენტშია წარმოდგენილი, რითაც ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიცია ნადგურდება. ეს პროცედურები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ფართო სტრატეგიული მიდგომის ნაწილს, რომელიც მიმართულია საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევისკენ პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით — რუსეთისა და ბელარუსის მოდელის მიხედვით, რაც ემსახურება კრემლის მიზანს, საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს მიღმა დატოვოს“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 23 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამ სერიოზული ეჭვები გააჩინა ამ პროცესში მათი დამოუკიდებლობის შესახებ.

რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ კონრად ადენაუროსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები იძულებულნი გახდნენ დაეხურათ თბილისის ოფისები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე მათი პროექტის დაფინანსების განაცხადები უარყო.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავაა ნახსენები საქართველოში იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც აშუქებდნენ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი:

მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას; ხაზს უსვამს, რომ ფუნქციონირებადი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის შეუცვლელი საყრდენია და რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო მექანიზმებით აღმოფხვრა შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ასუსტებს რეჟიმის წინა ნარატივს, თითქოს ის მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფ“ პარტიებს უმიზნებდა; მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას და მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, აგრეთვე პოლიტიკურად მოტივირებული „დივერსიის“ ბრალდებების მოხსნას; მოითხოვს იმ დებულებების გაუქმებას, რომლებიც აწესებს არაპროპორციულ შეზღუდვებს აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პარტიებსა და პირებზე; გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადო გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; მოითხოვს დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლა; წუხილს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი ნაკლებობის გამო, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალური შედეგები საქართველოში მუდმივად მძიმედ მზარდი ვითარების ფონზე; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მოთხოვნას მიზნობრივი სანქციებისა და ვიზებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ; იხსენებს თავის მუდმივ გაფრთხილებებს იმის შესახებ, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვისებისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ რაიმე სახის სვლას; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადასცეს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.

რეზოლუციის მიღებამდე, დღეს, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში, საქართველოსა და ირანის შემთხვევებზე იმსჯელებენ.

კერძოდ, დებატების ფარგლებში ევროპარლამენტარები იმსჯელებენ ორ საკითხზე:

1. ადამიანის უფლებების მდგომარეობა ირანში, კერძოდ, ტარანე რაჰიმისა და ლეილა აბოლჰასანის საქმეები;2. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები საქართველოში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 116 სტატია.

  • "1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა" - კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზეBM.GE
  • პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყორუსთავი 2
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
  • ქონების გადასახადის გადახდა 26 ათას გადამხდელს მოუწევს - პროექტი უკვე პარლამენტშიატვ პირველი
პროექტი →

მსგავსი სტატიები

პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

ნეტგაზეთი

ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი

ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი

ნეტგაზეთი

გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინა

გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინა

ნეტგაზეთი