მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა — ბურჭულაძე - Netgazeti
საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა — ბურჭულაძე - Netgazeti

საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა — ბურჭულაძე - Netgazeti

ნეტგაზეთი7 ოქტომბერი, 2026, 22:51|netgazeti.ge

პაატა ბურჭულაძე ეხმაურება 4 ოქტომბრის საქმის მონაწილეების საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხს, რასაც, მისი თქმით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

„ყველა სასამართლო პროცესზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ. ვამაყობ ამ დღით და მისი ისტორიული მნიშვნელობით. მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი ერთობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამაგალითო დღე, რომელმაც მიძინებული წინააღმდეგობა გამოაღვიძა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და რომ კვლავ ვიბრძვით და „ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ბრძოლას ყოველთვის სჭირდება თავგანწირვა. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის. ხოლო, ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ — პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მით უმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“, — ნათქვამია ბურჭულაძის წერილში.

პაატა ბურჭულაძე მხარდაჭერას უცხადებს სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, ასევე, გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია.

„რეჟიმი დაშლის პირასაა და გამარჯვება გარდაუვალია! მთავარია, ვიყოთ ერთად და არ გავთითოკაცდეთ! მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ! გაუმარჯოს დაუმონებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს!“ — ნათქვამია ციხიდან გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდებულებს — მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს — საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება გური ჟვანიას შემთხვევაშიც.

მათ გარდა, განაყოფ, როგორც უწოდებენ, ძირ საქმეში დანარჩენი ფიგურანტები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, თორნიკე მჭედლიშვილი.

თორნიკე მჭედლიშვილი უკვე თავისუფალია. ის ერთ-ერთია იმ 226 პატიმრიდან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. საპროცესო შეთანხმება გააფორმა ნიკოლოზ გვენცაძემაც. ირაკლი შაიშმელაშვილი საქართველოში არ იმყოფება და მას ძებნილის სტატუსი აქვს.

ადვოკატ ბორის (ჩელე) ყურუას თქმით, ის მიმართავს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით ირაკლი ჩხვირკიას თაობაზე.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძემ თავისი პოზიცია სხდომამდე ციხიდან გამოგზავნილი წერილითაც გამოხატა. მან თქვა, რომ ვერ მოინანიებს სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც არ ჩაუდენია და პროკურატურამ დააბრალა.

შეგახსენებთ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო

სერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო

ნეტგაზეთი

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანას ითხოვს

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანას ითხოვს

ნეტგაზეთი

სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა

სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა

ნეტგაზეთი