მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სი ძინპინი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბნენ
სი ძინპინი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბნენ

სი ძინპინი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბნენ

ფორმულა|formulanews.ge

ჩინეთის ქალაქ შენჟენში ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების - სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ეს მოვლენა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (აპეკის) სამიტის ფარგლებში შედგა.

როგორც BBC-ი წერს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლური მომენტი ლიდერების ხელის ჩამორთმევა იყო, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედია „ისტორიულ ხელის ჩამორთმევად“ აღწერს.

გამოცემის რუსული სამსახურის შეფასებით, კრემლისთვის ეს კადრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსკოვი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მსოფლიოს სამ უმსხვილეს ეკონომიკას შორის არ არის, პუტინი ამ შეხვედრით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მოსკოვი ვაშინგტონისა და პეკინის თანასწორი გლობალური მოთამაშეა.

BBC-ისკორესპონდენტის შეფასებით, სამმხრივი შეხვედრის იდეა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხედვის ნაწილია, რომელიც გავლენის სფეროების გადანაწილებასა და მსხვილი სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო წესრიგის განსაზღვრას გულისხმობს.

გამოცემის ცნობით, სამმხრივი შეხვედრის ინიციატივა თავდაპირველად ვლადიმერ პუტინს ეკუთვნოდა, თუმცა ტრამპიც მას აქტიურად შეუერთდა. აშშ-ის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ბირთვული განიარაღების საკითხის განხილვა სურს.

BBC-ის შეფასებით, შეხვედრას შესაძლოა პრაქტიკული შედეგები არ მოჰყვეს, თუმცა პუტინმა უკვე მიაღწია ერთ-ერთ მთავარ მიზანს - ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებთან ერთად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და რუსეთი კვლავ გლობალური ძალის სტატუსით წარმოაჩინა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • ტრამპმა, მასკმა და ტექნოლოგიურმა ლიდერებმა ჰუანგის Nvidia-ში დაბრუნებას მხარი დაუჭირესBM.GE
  • ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან კონფლიქტი უსასრულო ომად გადაიქცესრუსთავი 2
  • ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე: დაუსჯელი არავინ დარჩება

კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე: დაუსჯელი არავინ დარჩება

ფორმულა

წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფორმულა

დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა - სი ძინპინი მას აეროპორტში პირადად დახვდა

დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა - სი ძინპინი მას აეროპორტში პირადად დახვდა

ფორმულა

ვახო სანაია თავისუფალია

ვახო სანაია თავისუფალია

ფორმულა