მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. EU უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორ კლასტერს ხსნის - Netgazeti
EU უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორ კლასტერს ხსნის - Netgazeti

EU უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორ კლასტერს ხსნის - Netgazeti

ნეტგაზეთი12 ოქტომბერი, 2026, 18:39|netgazeti.ge

ხვალ სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე ევროკავშირი და უკრაინა გეგმავენ გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნას.

მე-2 კლასტერი მოიცავს შიდა ბაზარს, მესამე კი -კონკურენციას და ინკლუზიურ ზრდას.

ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის 6 თემატური კლასტერის (35 თავი) მიხედვით. უკრაინასთან გახსნილია ორი კლასტერი, შესაბამისად, რჩება კიდევ ორი.

ევროკომისია აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნისთვის მზადაა, თუმცა პროცესს უნგრეთი აჭიანურებს. დღეს, ლუქსემბურგში უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების შემდეგ, ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ მოელის, 13 ოქტომბერს ევროკავშირი მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებში ორი მოლაპარაკების ჯგუფის გახსნის შესახებ.

მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უნგრული ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების გაძლიერებას, რასაც უნგრეთი ერთ-ერთ წინაპირობად აყენებდა.

„მივესალმები პოლიტიკურ სპექტრში გამოვლენილ ერთიანობას. ეს გადამწყვეტია რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად. ხვალ ვგეგმავთ მოლაპარაკებების კიდევ ორი ​​კლასტერის გახსნას უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული დაუნდობელი თავდასხმებისა, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად განვაგრძოთ წინსვლა და მოვემზადოთ უკრაინის მომავლისთვის ჩვენს კავშირში“, — დაწერა X-ზე გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძე

12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძე

ნეტგაზეთი