მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დავითაძემ მითხრა, რომ საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა - არევაძე - Netgazeti
დავითაძემ მითხრა, რომ საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა - არევაძე - Netgazeti

დავითაძემ მითხრა, რომ საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა - არევაძე - Netgazeti

ნეტგაზეთი13 ოქტომბერი, 2026, 15:34|netgazeti.ge

პოლიტიკოსი და უფლებადამცველი, მარიკა არევაძე აცხადებს, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა პატიმარი გიორგი დავითაძე.

მისი განცხადებით, გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს.

„როგორც გიორგიმ მითხრა, საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ჰქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება. მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს, არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა)“ – წერს მარიკა არევაძე.

გიორგი დავითაძის საქმე

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. საუბარია 2025 წლის 21 დეკემბერს მომხდარზე. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

პროკურატურამ 10 ოქტომბერს თქვა, რომ პატიმრის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა

პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა

ნეტგაზეთი

სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

ნეტგაზეთი