
ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა - Netgazeti
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია პოსტივის 52%-იანი წილი გიორგი შენგელიას 1000 ლარად მიჰყიდა. მესაკუთრის ცვლილების მოთხოვნა რეესტრში 2026 წლის 15 ოქტომბრით თარიღდება.
გიორგი შენგელია 15 ოქტომბრამდე ვიქტორ ჯაფარიძის წილის მმართველი იყო.

პროსახელისუფლებო ტვ იმედი და პოსტივი ბრიტანეთმა თებერვალში დაასანქცირა. დასანქცირებამდე ორი კვირით ადრე ტელეკომპანია იმედიც 1000 ლარად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი ილია მიქელაიშვილი გახდა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge