მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა - კარასინი - Netgazeti
სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა - კარასინი - Netgazeti

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა - კარასინი - Netgazeti

ნეტგაზეთი15 ოქტომბერი, 2026, 15:31|netgazeti.ge

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე მუშაობს და ეს რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას ეხება.

„უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის პრეტენზიები მორიგ გაფართოებასთან დაკავშირებით. იქ დაიწყეს ისეთი სახელმწიფოების გაწევრიანების გეგმების შემუშავება, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და ასევე სომხეთი. ეს გეგმები პირდაპირ ეხება ჩვენი სამშობლოს სტრატეგიულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა კარასინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ევროკავშირის მილიტარიზაციის შედეგად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილ საფრთხეებს მიეძღვნა.

აქვე კარასინმა გაიხსენა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბრკოლებას არ შეუქმნის.

მისი თქმით, ამით ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, გაერთიანებაში მიიღოს სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც, 1992 წლის სამშვიდობო მოწესრიგების პრინციპების შესახებ შეთანხმების თანახმად, რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან.

„ასეთ ვითარებაში მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებამაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის“, – თქვა კარასინმა. მისი თქმით, მსგავსი ვითარება შეიძლება შეიქმნას იმ შემთხვევაშიც, თუ ევროკავშირი „თანამედროვე უკრაინას შთანთქავს“.

კარასინის მტკიცებით, ამჟამად ევროკავშირსა და რუსეთს შორის ტერიტორიული კონფლიქტი არ არსებობს, თუმცა ის შეიძლება წარმოიშვას, თუ ევროპა უკრაინას მიიღებს ისე, რომ არ აღიარებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების, ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობის ნებას, შეუერთდნენ რუსეთს.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინაში საკუთარი ჯარების გაგზავნის მზადყოფნაზე საუბრობენ, რაც, მისი შეფასებით, რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 282 სტატია.

  • რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?BM.GE
  • ზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების განახლებას აანონსებსფორმულა
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს

ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს

ნეტგაზეთი

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ნეტგაზეთი

ფაშინიანმა ბაქოს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა

ფაშინიანმა ბაქოს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა

ნეტგაზეთი