მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო - MDF - Netgazeti
2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო - MDF - Netgazeti

2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო - MDF - Netgazeti

ნეტგაზეთი16 ოქტომბერი, 2026, 13:46|netgazeti.ge

დღეს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოიცავს სამაუწყებლო მედიის დეკლარირებული შემოსავლების და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიასაშუალებებთან გაფორმებული კონტრაქტების ანალიზს. ასევე, მიმოიხილავს სარედაქციო პოლიტიკაზე დაფინანსების გავლენას.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი (51%) ნაციონალურ კომერციულ ტელევიზიებზე მოდიოდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი (37.4%) მოსდევდა.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საბიუჯეტო რეკლამის 97.81% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებზე მოდიოდა, ხოლო ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად არხებზე – მხოლოდ 1.98%. მხოლოდ „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო.

ამასთან, კვლევის თანახმად, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები, შემოსავლის ზრდის მიუხედავად, 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი, ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ტელეკომპანია “იმედზე” მოდის (43.1 მილიონი).

მედიის განვითარების ფონდის მიერ 2025 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:

2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა. სატელევიზიო ბაზრის საერთო შემოსავალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა, რისი ძირითადი მიზეზიც არასამაუწყებლო შემოსავლების მკვეთრი კლება იყო. კომერციული სარეკლამო შემოსავლების კონცენტრაცია სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე კიდევ უფრო გაიზარდა. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები, შემოსავლის ზრდის მიუხედავად, 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ. უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა მაუწყებლების დაფინანსების გარემო შეცვალა, ფინანსური სირთულეების ფონზე მაუწყებლობა სამმა ტელეკომპანიამ (მთავარი არხი, რეგიონული მაუწყებლები “ბორჯომი” და “მე-9 არხი”) შეწყვიტა ან შეაჩერა. უცხოური დაფინანსების შეზღუდვის ახალი წესების აღსრულებაში შერჩევითი მიდგომის ნიშნები გამოიკვეთა. დასავლური წყაროებიდან დაფინანსების გამო მარეგულირებელმა რამდენიმე მაუწყებლის მიმართ ზომები გაატარა, თუმცა ჩინეთის საელჩოს მიერ „ობიექტივის“ ეთერში გადაცემის დაფინანსებაზე იდენტური ზომებისთვის არ მიუმართავს. არათანაბარი პირობები რეგიონული ტელევიზიების საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მხრივაც იკვეთება. კერძოდ, გამოვლინდა შეუსაბამობა საბიუჯეტო კონტრაქტებით მიღებულ თანხასა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის, რაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ რეგიონულ მაუწყებელს, “ფარვანას” უკავშირდება. ბაზარზე რამდენიმე ტელევიზია კვლავ მფლობელის ან სხვა შემომწირველების დოტაციაზე იყო დამოკიდებული. 2025 წელს რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიასაშუალებებთან და შუამავალ კომპანიებთან გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 9.28 მლნ ლარი შეადგინა. შეიცვალა საბიუჯეტო რესურსების განაწილების სტრუქტურა. 2023 წელთან შედარებით ონლაინ მედიასთან გაფორმებული კონტრაქტები თითქმის გაორმაგდა, ხოლო ნაციონალური ტელევიზიების კონტრაქტები თითქმის განახევრდა. მკვეთრად გაიზარდა შუამავალი კომპანიების როლი და მათი გავლით განხორციელებული შესყიდვების კონცენტრაცია. საბიუჯეტო რეკლამის განაწილება ნაციონალურ ტელევიზიებში კვლავ უკიდურესად არათანაბარია. ონლაინ მედიაში არა მხოლოდ დაფინანსების მოცულობა გაიზარდა, არამედ შეიცვალა მისი ძირითადი მიმღებებიც. თუ წინა წლებში საბიუჯეტო კონტრაქტების მიღებით „პალიტრა მედიის“ ჰოლდინგში შემავალი ონლაინ გამოცემები ლიდერობდნენ, 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობის კონტრაქტები „იმედის“ ვებ-გვერდზე მოდიოდა, ხოლო „პალიტრა მედიის“ გამოცემების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად „იმედის“ ონლაინ პლატფორმაზე ადგილობრივი არჩევნების გაშუქების მკვეთრი ასიმეტრია გამოიკვეთა. ბოლნისის არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გამოცემამ, სულ მცირე, 25 პუბლიკაცია დაეთმო, ოპოზიციური „ლელო – ძლიერი საქართველოს“ კანდიდატის კომენტარი კი მხოლოდ ერთხელ გაშუქდა – მაშინ, როდესაც მან კანდიდატურა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოხსნა. საბიუჯეტო კონტრაქტებში გამოიკვეთა სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სისტემური რისკები. რეგიონულ მედიაში განაწილება შედარებით მრავალფეროვანია, თუმცა კონცენტრაციის ტენდენცია იქაც ნარჩუნდება. დასავლური დაფინანსების საჯარო კრიტიკის მიუხედავად, 2025 წელს რეგიონული მედიის საბიუჯეტო კონტრაქტების ნაწილიც დასავლური საგრანტო რესურსით ფინანსდებოდა. რბილი ცენზურის პრობლემა, როდესაც საბიუჯეტო დაფინანსება გავლენას ახდენს მედიაშინაარსზე ხელისუფლების მხარდასაჭერად ან მისი ოპონენტების წინააღმდეგ, 2025 წელს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. კვლავ გამოვლინდა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინფორმაციული სინქრონის ნიშნები. საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღები მედიის ნაწილი კოორდინირებულად ავრცელებდა დეზინფორმაციულ და დისკრედიტაციულ შინაარსსაც. გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების გზავნილების მეინსტრიმულ მედიაში სისტემატური და კოორდინირებული გავრცელების პრაქტიკა. 2025 წელსა და 2026 წლის პირველ ნახევარში საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ მედიაში 2 ყალბი პროფილის ციტირების 351 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი და იგივე ანგარიშის სხვადასხვა სახელითა და ვიზუალური იდენტობით. ყალბი ანგარიშების ციტირება გამოიყენებოდა როგორც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დისკრედიტაციისთვის, ისე ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი გზავნილების გასავრცელებლად. საჯარო დაფინანსების განკარგვისას არ ყოფილა გათვალისწინებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, რაც წინა წლებშიც პრობლემური იყო.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იმედის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდაფორმულა
  • „იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდაBM.GE
  • პრემიერი დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციაზე: სულ თუ არის, პირობითად 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანიარუსთავი 2
  • კობახიძეს იმედი აქვს, რომ რუსეთი ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლისტვ პირველი
იმედის →

მსგავსი სტატიები

2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩო

2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩო

ნეტგაზეთი

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინი

ნეტგაზეთი

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა

ნეტგაზეთი