მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის მოსწავლესთან - POG ბრალდებულზე - Netgazeti
არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის მოსწავლესთან - POG ბრალდებულზე - Netgazeti

არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის მოსწავლესთან - POG ბრალდებულზე - Netgazeti

ნეტგაზეთი10 ნოემბერი, 2026, 12:28|netgazeti.ge

პროკურატურის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

ის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და უწყების განცხადებით, „დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან“, რომელიც 8-9 წლის იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან – იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვანთან“, – წერია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

იხილეთ ასევე:

მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ბრალი წარედგინა – საფარი

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მაგალითია – ღარიბაშვილი პროცესების დახურვაზე

„ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მაგალითია – ღარიბაშვილი პროცესების დახურვაზე

ნეტგაზეთი

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ფარგლებში სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნეს

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ფარგლებში სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნეს

ნეტგაზეთი