მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა - „საფარი“ - Netgazeti
მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა - „საფარი“ - Netgazeti

მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა - „საფარი“ - Netgazeti

ნეტგაზეთი10 ნოემბერი, 2026, 19:23|netgazeti.ge

ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„საქმეზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი, რომელიც დაზარალებულს სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ეხმარებოდა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

პროკურატურის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ბრალდება ერთ პირს წარუდგინეს.

ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და უწყების განცხადებით „დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან“, რომელიც 8-9 წლის იყო.

„საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა“, – განაცხადა „საფარმა“ 9 ნოემბერს.

მასწავლებლებს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) , რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ბრალი წარედგინა – საფარი ; არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის მოსწავლესთან – POG ბრალდებულზე

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძალადობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ ერთნაირად ვაფასებთ ძალადობას ევროპაშიც და აქაც, კანონებს, კომპრომისების მოძიებაც დიალოგით შესაძლებელია. არა მინისტრების მონაწილეობით მიტინგებზე, არამედ მინისტრები და დიპლომატები მაგიდის გარშემორუსთავი 2
  • პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავესფორმულა
  • მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავესტვ პირველი
  • "ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულაBM.GE
ძალადობის →