მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიტროპოლიტ იობს გამოექომაგა - Netgazeti
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიტროპოლიტ იობს გამოექომაგა - Netgazeti

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიტროპოლიტ იობს გამოექომაგა - Netgazeti

ნეტგაზეთი12 ნოემბერი, 2026, 13:32|netgazeti.ge

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ მიტროპოლიტ იობის მისამართით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება, სცილდება ქრისტიანულ მორალს.

“მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად, ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი”, – აცხადებს დეკანოზი.

როგორც ცნობილია, მიტროპოლიტმა იობმა საჯაროდ გააკრიტიკა “ქართული ოცნების” პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ამას მოჰყვა მმართველი პარტიის წარმომადგენლების და “მოლაპარაკე თავების” მხრიდან ორგანიზებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც მართლმადიდებელ იერარქს უწოდეს “აგენტი” და აგინეს კიდეც.

ამავე თემაზე:

მიტროპოლიტმა იობმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, ახსენა ბიძინა ივანიშვილიც

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენ

ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენ

ნეტგაზეთი