ორიგინალი
ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

26 ნოემბერი, 2026 · 18:23

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და „საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა“, — ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ქართული მხარე აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას.

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ჰენა ვირკუნენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი და ჩაერთოს არსებით დიალოგში ყველადაინტერესებულ პოლიტიკურ მხარესთან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • ფორმულა·18:55
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • ტვ პირველი·18:30
    ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ზურაბაშვილმა ჰერჩინსკისგან განმარტებები მოითხოვა
  • იმედი·18:28
    საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
  • რუსთავი 2·18:25
    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
ზურაბაშვილიევროპარლამენტმა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
ნეტგაზეთი·16:58

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პაატა ბურჭულაძის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პაატა ბურჭულაძის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით
ნეტგაზეთი·16:05

„4 დღე მაწამებდნენ, პროკურატურა ჩართული იყო“ — ფეიქრიშვილი

„4 დღე მაწამებდნენ, პროკურატურა ჩართული იყო“ — ფეიქრიშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.