მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "ოცნების" აქციის გამო მიუსაფარი ძაღლები თავისუფლების მოედნიდან წაიყვანეს - Netgazeti
"ოცნების" აქციის გამო მიუსაფარი ძაღლები თავისუფლების მოედნიდან წაიყვანეს - Netgazeti

"ოცნების" აქციის გამო მიუსაფარი ძაღლები თავისუფლების მოედნიდან წაიყვანეს - Netgazeti

ნეტგაზეთი23 ოქტომბერი, 2024, 10:20|netgazeti.ge

“ქართული ოცნების” აქციის გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლები თავისუფლების მოედნიდან წაიყვანა. ამის შესახებ ფეისბუქზე წერს ორგანიზაციის “პროექტი ცხოველებისთვის” დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე.

“თქვენმა სამსახურმა “ოცნების აქციის” წინ მოხიკა მიუსაფარი ძაღლები, ჩატენა მანქანაში და წაიყვანა. ჰოდა, იქნებ აგვიხსნათ, რა პროტოკოლია? სად აჩერებთ და როდის აბრუნებთ? როგორ უზრუნველყოფთ, რომ თქვენ ბანძ თავშესაფარში ჭირს არ აიკიდებენ? თუ ცხოველებზე და მათ სტრესზე ზრუნავთ, 20 ოქტომბერს რატომ არ იზრუნეთ და წაიყვანეთ? ან ცრემლსადენი გაზის დროს სად იყავით?? ჩვენ რომ ვასულიერებდით ძაღლებს?” – დაწერა მარიამ ცერცვაძემ.

ძაღლების გადაყვანა დაადასტურა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ და ეს ფაქტი ცხოველებზე ზრუნვით სცადა აეხსნა:

დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ შეკრებას გამართავს. ღონისძიება თავდაპირველად 16:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა დაანონსებიდან მეორე დღეს დრო შეიცვალა და ის 19:00 საათზე დაიწყება. პარტიას აქციაზე სხვადასხვა რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და მოქალაქეები.

მთავარი ფოტო: ტონი ვაჭარაძე

იურისტი ხსნის, რატომ გადაწია „ოცნებამ“ თბილისში დაგეგმილი შეკრების დრო
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მდინარაძე: უპატრონოდ ძაღლის დატოვება ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება

მდინარაძე: უპატრონოდ ძაღლის დატოვება ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება

ნეტგაზეთი

1 აპრილიდან აფხაზეთი სრულად გადადის ენგურჰესის ელექტროენერგიაზე

1 აპრილიდან აფხაზეთი სრულად გადადის ენგურჰესის ელექტროენერგიაზე

ნეტგაზეთი

ხვალიდან ავტომობილების განბაჟება ძვირდება

ხვალიდან ავტომობილების განბაჟება ძვირდება

ნეტგაზეთი

დღეიდან პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა

დღეიდან პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა

ნეტგაზეთი