მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ხვალიდან ავტომობილების განბაჟება ძვირდება - Netgazeti

ხვალიდან ავტომობილების განბაჟება ძვირდება - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, 72 ხმით 11-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით და დაჩქარებული წესით დაამტკიცა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟება გაძვირდა.

კანონპროექტით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთი კუბურ სანტიმეტრზე 1,50 ლარი იქნება. დღეს მოქმედი აქციზის განაკვეთი ახალი მანქანებისთვის 0,8 ლარიდან 1,5 ლარამდე იყო.

6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის განბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება.

ავტომობილის აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის (კუბების) და ავტომობილის წლოვანების მიხედვით იანგარიშება. მაგალითად, თუ მანქანას „ორიანი ძრავა“ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი მოცულობა არის 2,000 კუბური სანტიმეტრი. 1.5-იანი ძრავა ნიშნავს 1,500 კუბურ სანტიმეტრს და ა.შ.

4,5 ლარი ერთ კუბზე ნიშნავს, რომ გადასახადი პირდაპირ დამოკიდებული იქნება ძრავის სიდიდეზე.

ანუ, თუ პირობითად შემოგყავთ 6 წელზე უფროსი ავტომობილი, ფორმულა ასეთია:

ძრავის მოცულობა მრავლდება 4,5 ლარზე:

ეკონომიური მანქანა (1.5 ძრავა): 1500 X 4.5 = 6750 ლარი;სტანდარტული სედანი (2.0 ძრავა): 2000 X 4.5 = 9000 ლარი;ჯიპი (3.0 ძრავა): 3,000 X 4.5 = 13 500 ლარი.

მომხსენებელმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა, კანონი ძალაში 2026 წლის 2 აპრილიდან შევა, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ ყაველაშვილი მას დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია