მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
"ელოდებიან ძალიან გავლენიან ექიმს, ან ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან" - დეკანოზი თათარაშვილი პატრიარქზე - Netgazeti

"ელოდებიან ძალიან გავლენიან ექიმს, ან ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან" - დეკანოზი თათარაშვილი პატრიარქზე - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმები ჩაერთვებიან. დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესახებ მკურნალმა ექიმებმა უთხრეს სასულიერო პირებს.

“მედპერსონალი შეხვდა საზოგადოებას, სადაც იყვნენ როგორც სასულიერო პირები, აგრეთვე საერო ადამიანები, და განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სამწუხაროდ, არცთუ ისე სახარბიელოა. თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო თუ ადამიანური რესურსი განკურნების [პროცესში]. ამავდროულად, მათ დაადასტურეს, რომ ელოდებიან ძალიან გავლენიან ექიმს, ან ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში, რათა მათ თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეხედონ არსებულ სიტუაციას და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

იქ იყო მინისტრიც და აქამდე თუ იყო საეჭვო, რომ მოდიან თუ არა, ახლა ჩვენ შეგვიძლია მათზე დაყრდნობით ვთქვათ … მათ თვითონვე განაცხადეს, რომ ელოდებიან, რომ ჩართონ”, – განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.

უფრო ადრე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო უზრუნველყოფს უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში. სარჯველაძის თქმით, ამ ეტაპზე არ განიხილება თავად პატრიარქის გადაყვანა უცხოეთში.

“უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა სარჯველაძემ.

რამდენიმე წუთის წინ პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილია მეორის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია