მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
უდიდესი დანაკარგია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის - მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალებაზე - Netgazeti

უდიდესი დანაკარგია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის - მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალებაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ამცნო.

17 მარტს, დაახლოებით საღამოს 23:00 საათზე, კავკასიის მედიცინის ცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ პატრიარქი გარდაიცვალა.

“ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდნესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოელ ქართველს. მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა.

ძნელია ახლა აქ მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ეს იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა. კდიევ ერთხელ მინდა მოგისამძიროთ დღეს ყველას, მთელ საქართელოს, მაგრამ, ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი. მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, ვინაიდან მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში, მისი აღზრდილები ვართ და მისი შვილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა. მე იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძლედება და განაპირობებს ჩვენ ქვეყნის, ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მეტ ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულეირს, ასევე სახელმწიფოებრივს.

ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები ჩვენ შეგვეწიოს ყველას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის გვიან ღამით ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია