მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სასულიერო პირების ცნობით, პატრიარქს სიონში დაკრძალვა სურდა - Netgazeti
სასულიერო პირების ცნობით, პატრიარქს სიონში დაკრძალვა სურდა - Netgazeti

სასულიერო პირების ცნობით, პატრიარქს სიონში დაკრძალვა სურდა - Netgazeti

ნეტგაზეთი18 მარტი, 2026, 08:31|netgazeti.ge

ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმასურის, ელიზბარ ოდიშვილის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სურვილი იყო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონის) საკათედრო ტაძარში დაეკრძალათ.

„მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი. მე ვიცი, რომ თავიდანვე, 1978 წლიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ელიზბარ ოდიშვილმა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ ცნობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სინოდი გადაწყვეტს, სად დაიკრძალება პატრიარქი.

„დღეს სინოდი შეიკრიბება 14:00 საათზე და იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა დეტალებზე… დიახ, არის ამის შესახებ ცნობა [რომ სიონში სურდა დაკრძალვა], თუმცა სინოდმა უნდა დაადგინოს, როგორც წესია“, — განაცხადა ჯაღმაიძემ.

სიონის ტაძარს გააჩნია საძვალე, სადაც დაკრძალული არიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო – გერმანიის ელჩი

სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო – გერმანიის ელჩი

ნეტგაზეთი

მუსლიმთა სამმართველო: ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა პატრიარქის გარდაცვალებას

მუსლიმთა სამმართველო: ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა პატრიარქის გარდაცვალებას

ნეტგაზეთი

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ნეტგაზეთი

Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა

Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა

ნეტგაზეთი