მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც - Netgazeti
ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც - Netgazeti

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც - Netgazeti

ნეტგაზეთი19 მარტი, 2026, 15:05|netgazeti.ge

2026 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო სიახლეებით დაიწყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი, წინასწარი მონაცემების თანახმად, ადგილობრივი ექსპორტის (ანუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის უცხოეთში გაყიდვა) წილი მთლიან ექსპორტში 70.0 პროცენტით გაიზარდა.

ამ პოზიტიურ სტატისტიკაში ეკონომიკური სიურპრიზი იმალება — ქართული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის კოლოსალური ნახტომი.

ნავთობის ბუმი საქართველოს ექსპორტში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნავთობი აღმოჩენილი არ არის და ქვეყანა ნავთობის მსხვილ ექსპორტიორად არ მიიჩნევა, 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები სრულიად ახალ სურათს გვიჩვენებს. ნავთობი და ნავთობპროდუქტები ადგილობრივი ექსპორტის სასაქონლო პოზიციებში მეორე ადგილზე დაწინაურდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში წარმოებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი სულ რაღაც 3.8 მილიონ აშშ დოლარს (3 870.9 ათას აშშ დოლარს) შეადგენდა.

2026 წლის პირველ ორ თვეში ამ მაჩვენებელმა 88 მილიონ აშშ დოლარს (88 059.0 ათასი აშშ დოლარი) გადააჭარბა.

ეს წარმოადგენს ზრდას კოლოსალური, 2175 პროცენტით!

დღეის მდგომარეობით, ნავთობზე მოდის საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3 პროცენტი.

ექსპორტის ზოგადი სურათი

ნავთობის რეკორდული მაჩვენებლების პარალელურად, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, იზრდება ქვეყნის საერთო საექსპორტო მოცულობაც. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 026.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.9 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება უშუალოდ ადგილობრივ ექსპორტს (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მან მთლიანი ექსპორტის 64.3 პროცენტი შეადგინა. აბსოლუტურ რიცხვებში, ადგილობრივი ექსპორტი 659.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ვინ არიან საქართველოს მთავარი პარტნიორები?

ადგილობრივი ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ტოპ-3 სავაჭრო პარტნიორს:

ჩინეთი: პირველ ადგილს იკავებს 143.8 მლნ აშშ დოლარით (143 855.8 ათასი აშშ დოლარი), რაც გასულ წელთან შედარებით 325.6- პროცენტიანი ზრდაა. რუსეთი: მეორე ადგილზეა 84.9 მლნ აშშ დოლარით (84 942.8 ათასი აშშ დოლარი), ზრდა — 26.0 პროცენტი. თურქეთი: მესამე პოზიციას ინარჩუნებს 76.0 მლნ აშშ დოლარით (76 072.3 ათასი აშშ დოლარი), ზრდა — 87.9 პროცენტი.

საერთო ჯამში, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.1 პროცენტი შეადგინა.

სხვა საექსპორტო ლიდერები

ნავთობპროდუქტების გარდა, საექსპორტო კალათის მთავარი მოთამაშე კვლავ ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატებია, რომელიც პირველ ადგილს იკავებს 125.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.0 პროცენტი). მესამე ადგილზე კი თხილი და სხვა კაკალია, რომლის ექსპორტმაც 34.1 მილიონი აშშ დოლარი (34 160.7 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.

BM.GE-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ნავთობი საქართველომ თურქეთში გაყიდა, მეორე ადგილზე კი სტატისტიკურად აფრიკული ქვეყანა ტოგოა. ამ ქვეყანაზე ქართული ნავთობპროდუქტების ექსპორტის მეხუთედი მოდის. ეს არის საქართველოდან ტოგოში ადგილობრივი ნავთობპროდუქტების ექსპორტის პირველი შემთხვევა.

ნავთობპროდუქტების საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი BM.GE-ის თანახმად, ასე გამოიყურება:

თურქეთი – $24.3 მლნ, 63 530 ტონა; ტოგო – $19 მლნ, 32 099 ტონა; მალტა – $16.5 მლნ, 31 226 ტონა; სინგაპური – $11.8 მლნ, 37 932 ტონა; არაბთა გაერთიანებული საამიროები – $11.8 მლნ, 34 816 ტონა; კვიპროსი – $3.5 მლნ, 13 164 ტონა; უზბეკეთი – $338 ათასი, 181 ტონა; სომხეთი – $228 ათასი, 281 ტონა; უკრაინა – $210 ათასი, 119 ტონა; ყაზახეთი – $48 ათასი, 19 ტონა. აზერბაიჯანი – $35 ათასი, 21 ტონა; ჩინეთი – $29 ათასი, 2 ტონა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ექსპორტისთვის საჭირო ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა გასული წლის ბოლოსკენ ყულევში ამოქმედდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც ნედლ ნავთობს ყიდულობს და მას გადაამუშავებს. გასული წლის ოქტომბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხანამ რუსეთიდან იყიდა ნედლი ნავთობი.საქსტატის სტატისტიკიდან არ ჩანს, უკავშირდება თუ არა ამ ქარხნის მუშაობას ნავთობის ექსპორტის რეკორდული ზრდა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა – მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა – მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი