მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა - მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი - Netgazeti
სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა - მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი - Netgazeti

სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა - მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი - Netgazeti

ნეტგაზეთი19 მარტი, 2026, 10:34|netgazeti.ge

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, საპატრიარქომ მსოფლიოს მასშტაბით პირველი იერარქიის ყველა სასულიერო პირს გაუგზავნა მოწვევა კათოლიკოზ-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად.

მიტროპოლიტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა უნდა სომხეთის პატრიარქს, გარეგინ II-ს.

“ვინ ჩამოვა, ვერ გეტყვით. ჩვენ დავუგზავნეთ მოწვევა ყველა პირველ იერარქს. როგორც წესი და რიგია, ისე. გარდა ამისა, ჩვენ გვიკავშირდებიან არამართლმადიდებელი ეკლესიებიდან. მაგალითად, სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა. ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ისტორიული ურთიერთობა, მაგრამ იქ, სომხეთშია ძალიან სერიოზული არეულობა და პატრიარქს არ უშვებენ ქვეყნიდან. ჩვენ გავუგზავნეთ სპეციალური მოწვევა და თუ გამოუშვებენ, ჩამოვა”, – უთხრა ფაჩუაშვილმა TV პირველს.

სომხეთის პატრიაქი, გარეგინ II სამძიმრის წერილში წერს, რომ “ილია II-ის მრავალწლიანი მწყემსმთავრული მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური”. ის წერს, რომ უთანაგრძნიბს “მეგობარ ქართველ ხალხს” კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას.

სომხეთის პატრიარს ქვეყნის დატოვების უფლრბა მას შემდეგ აეკრძლაა, რაც პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. გარეგინ II-ს ბრალს სდებენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში. საქმე ეხება სოხმეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანთან დაკავშირებული სასულიერო პირის, გევორგ საროიანისთვის სასულიერო წოდების დაბრუნებას. საროიანს წოდება სწორედ პატრიარქმა გევორგ II-მ ჩამოართვა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრს, ილია მეორეს კვირას, 22 მატს სიონში დაკრძალავენ. ის 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ილია მეორე 17 მარტს, გვიან ღამით, ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

ამავე თემაზე:

“ილია მეორის წვლილი სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში” – ფაშინიანი

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ნეტგაზეთი

ჩუბინიძის თქმით, თუ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ “უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია”

ჩუბინიძის თქმით, თუ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ “უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია”

ნეტგაზეთი

აშშ-ის საელჩოს განმარტება $15 ათასამდე სავიზო გარანტიებზე

აშშ-ის საელჩოს განმარტება $15 ათასამდე სავიზო გარანტიებზე

ნეტგაზეთი

ილია მეორეს 22 მარტს სიონში დაკრძალავენ

ილია მეორეს 22 მარტს სიონში დაკრძალავენ

ნეტგაზეთი