
უკრაინულმა დრონმა რუსული Ka-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
პოკროვსკის ფრონტზე რუსული Ka-52 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი უკრაინელებმა დრონის დახმარებით ჩამოაგდეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, რობერტ ბროვდიზე დაყრდნობით, რომელიც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურია.
Ka-52 ახალი თაობის სადაზვერვო-თავდამსხმელი ვერტმფრენია, რომელიც შექმნილია ჯავშანტექნიკის, ცოცხალი ძალისა და საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად. მსგავსი ახალი ვერტმფრენის ღირებულება 16 მილიონი დოლარია.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge